საინფორმაციო სტენდი

უკვე თბილისის 11 500 სადარბაზოში!







საინფორმაციო სტენდი თბილისის სადარბაზოებში

საინფორმაციო სტენდი - ეს არის ალტერნატიული სახის, დაბალ-ბიუჯეტიანი, მაღალი ეფექტის მქონე რეკლამა, რომელიც მიმართულია ინფორმაციის სახით.

საინფორმაციო სტენდის დახვეწილი დიზაინი, ძალზედ მიმზიდველს ხდის თითოეული მობინადრისთვის, რათა გაეცნოს სტენდზე წარმოდგენილ თითოეულ კომპანიას და საჭიროებისამებრ დაუკავშირდეს მათ, მომენტალურად თუ ინფორმაციის შენახვით სამომავლოდ.

პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრი მკითხველი ახდენდა სტენდზე განთავსებული ინფორმაციის ამოწერას/სურათის გადაღებას/დამახსოვრებას, იმის გაცნობიერებით, რომ ეს ინფორმაცია მას შეიძლება ნებისმიერ დროს დასჭირდეს. სწორედ ამიტომ. შევქმენით საინფორმაციო სტენდის ვებ-გვერდი www.newsstand.ge, სადაც საინფორმაციო სტენდის პარალელურად თავსდება კომპანიის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ამომწურავად:

›› კომპანიის შესახებ;
›› მომსახურეობების აღწერა + ფოტო სლაიდერი;
›› საიმიჯო/სარეკლამო ვიდეო რგოლები;
›› კომპანიისა და მისი პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია;
›› ფოტო გალერეა.



ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ სადარბაზოებში განთავსებული საინფორმაციო სტენდების დაზიანება/ჩამოხევების ფაქტები:

›› ვახდენთ აღრიცხვას ისეთი სადარბაზოების, სადაც მსგავსი ფაქტი ძალიან ხშირია, რათა მოხდეს მათი ალტერნატიული სადარბაზოთი ჩანაცვლება;

›› ვახდენთ. დაზიანებული/ჩამოხეული საინფორმაციო სტენდების ყოველთვიურ განახლებას;

›› სიახლე! საინფორმაციო სტენდის კედელზე დასამაგრებლად ვიყენებეთ, უმაღლესი ხარისხის "თხევადი ლურსმანის" ხსნარს და საიდუმლო კომპონენტის ნარევს, რითაც სტენდი მყარად თავსდება კედელზე, და ასევე სპეციალური ხსნარის გარეშე რთულად ჩამოხევადს ქმნის მას. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ხსნარი არ აზიანებს კედელს და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მისი უკვალოდ მოშორება.

›› სიახლე! საინფორმაციო სტენდების განთავსებისას სადარბაზოებში, სტენსილით (მუდმივი, სპეციალური საღებავით) ხდება ვებ-გვერდის მისამართის - www.newsstand.ge-სა და მესიჯის "საინფორმაციო სტენდი ონლაინ"-ის განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული/ჩამოხეული საინფორმაციო სტენდის განახლებამდე პერიოდში, ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას მობინადრეებისათვის;

"მოკლედ, რომ ვთქვად, სტენდის ჩამოხევის დროსაც კი სადარბაზოში მუდმივად რჩება ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი, რომელსაც ფართოდ იყენებს მოსახლეობა."



საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები
საინფორმაციო სტენდზე თავსდება სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგელი კომპანიის რეკლამა ინფორმაციის სახით:

›› კომპანიის დასახელება;
›› ამსახველი ფოტო ვიზუალი;
›› ლოგო;
›› აქცენტირებული მომსახურების ამსახველი ტექსტი;
›› საკონტაქტო ინფორმაცია.





რომელ უბნებში თავსდება?
საინფორმაციო სტენდები თავსდება თბილისის სადარბაზოებში 4 მიმართულებით:

1.
2.
3.
4.



მონიტორინგი
საინფორმაციო სტენდების სადარბაზოებში განთავსების შემდგომ, კომპანიას ეგზავნება ზუსტი მისამართების სია და თითეულ სადარბაზოში განთავსებული სტენდების ამსახველი ფოტო, რომელიც წარმოდგენილია მისამართების პარალელურად, რათა მოხდეს მარტივი ნავიგაცია - რომელი ფოტო რომელი მისამართისაა.



ხილვადობა
5 და მეტი სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის თითოეულ სადარბაზოში მობინადრეთა რიცხვი 20-დან 180-მდე მერყეობს.

ჩვენი კვლევებისა და პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ კონსერვატიულ დაშვებად მივიჩნიეთ, რომ თითოეული სადარბაზოს აქტიური მობინადრეთა საშუალო რიცხვი არის 30.

ამ დაშვებით, ყოველ 1000 სადარბაზოში სტენდის ხილვადობის ეფექტურობა - მინიმუმ ყოველდღიურად 30 000 ინდივიდია. თვეში კი გამოდის, ეს 30 000 ადამიანი, მინიმუმ 30 ჯერ მაინც შეხედავს საინფორმაციო სტენდს.



თუ ავიღებთ ინფორმაციის განთავსებას 4-ე მიმართულებით, ჯამში 11500 სადარბაზო, მისი ხილვადობის ეფექტი კიდევ უფრო გაცილებით დიდი გამოდის - 345 000 მობინადრე ყოველდღიურად.

ასევე თითოეულ კომპანიას, სტენდზე განთავსების პერიოდში ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციითაც დამატებითი მნახველები ჰყავს. ვებ-გვერდი აქტიურად იზიდავს ხშირი ფასიანი სარეკლამო კამპანიებით სოციალურ ქსელებში ახალ მნახველებს.





რა ზომის არის სტენდი და მასზე განთავსებული ერთი უჯრედი?
საინფორმაციო სტენდის სიგანე 49 სმ, ხოლო სიმაღლე კი 68 სმ.-ია;

საინფორმაციო სტენდზე განთავსებული ერთი უჯრედის ზომა არის: 8,52X10,6 სმ.

სტენდზე თავისუფალი ადგილიდან გამომდინარე, კომპანიას შეუძლია აირჩიოს 1-ზე მეტი უჯრედი, გააერთიანოს ისინი და მასზე განათავსოს თავისი ინფორამცია/რეკლამა.

სტენდზე თავისუფალი ადგილიდან გამომდინარე, კომპანიას, ასევე შეუძლია აირჩიოს როგორ ერთი უბანი, ასევე 2,3 და 4 უბნები ერთდროულად ინფორმაციის/რეკლამის განსათავსებლად.

ფასები იხილეთ აქ



როგორ თავსდება კომპანია სტენდზე?
სტენდზე განთავსება ძალიან მარტივია! - ამისათვის თქვენ მხოლოდ უნდა მოგვწეროდ წერილი: newsstand.ge@gmail.com -ზე, რომ გსურთ განთავსდეთ, ჩვენი გუნდი შეგიქმნით დიზაინსა და უზრუნველყოფს ყველა საჭირო პროცედურას ოფისიდან გაუსვლელად!

კომპანიამ წერილში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია/მასალები:

1. კომპანიის დასახელება;
2. შერჩეული ადგილი და უჯრედების რაოდენობა სტენდზე;
3. შერჩეული უბანი/უბნები;
4. შერჩეული განთავსების ხანგრძლივობა: 6 თვიანი ან 12 თვიანი;
5. საინფორმაციო სტენდზე განსათავსებელი მომსახურების აღწერა (6-12 სიტყვა);
6. სტენდზე განსათავსებელი კომპანიის ლოგო (სასურველია ვექტორული ფაილი);
7. სტენდზე განსათავსებელი მომსახურების ამსახველი ფოტო/ფოტოები (სასურველია png ფორმატით, ფონის გარეშე);
8. სტენდზე განსათავსებელი საკონტაქტო ინფორმცია: მის., ტელ., მობ., ფეისბუქის ან ვებ-გვერდის მისამართი;
9. კომპანიის რეკვიზიტები ხელშეკრულების გასამზადებლად: ს/კ, მისამართი, დირექტორი/ხელისმომწერი, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო ელ-ფოსტა (რაზეც მოხდება ყოველთვიური მისამართების დაგზავნა).