Calypso M-Tour

ტურისტული კომპანია



- ტურების და ავიაბილეთების დაჯავშნა!
- ინფორმაცია ნებისმიერი ქვეყნის შესახებ...
- ვიზები...
- ტურებზე გთავაზობთ ფასდაკლებას ყოველ პარასკევს...


დასვენება და მოგზაურობა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

არაბეთის გაერთიანებული საემიროები – ეს არის აღმოსავლურ ფანტაზიასა და დასავლურ სტანდარტებს შერწყმული საოცარ ხიბლი, ეგზოტიკური პირველი კლასის საიუველირო მაღაზიებით, გიგანტური სავაჭრო ცენტრებით, ცათამბჯენებით და მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებით. აქ ტურისტებს ყოველთვის ელოდებათ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო ატმოსფერო.

გარდა ამისა, არაბეთის საემიროებში მოგზაურობის დროს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ისტორიული ღირშესანიშნაობები: არქეოლოგიური პარკი, შეიხების ძველი ციხეები და სასახლეები.

ემირატებში, კარგადაა განვითარებული ეკოტურიზმი. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა საფარა. აქ თქვენ შეგიძლიათ გაისერნოთ ჯიპით, კვადროციკლით ან აქლემით რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ნებისმიერ პრეტენზიულ ადამიანს.

თითოეულ საამიროს აქვს თავისი, ყვავილების ბაღებით დამშვენებული, ქვიშიანი პლაჟები, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩამოდის და დიდი სიამოვნებით ღებულობს მხურვალე მზის აბაზანებს.

საუკეთესო დრო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამგზავრებისა – ზამთარი, დეკემბრიდან თებერვლამდე. წყლის და ჰაერის ტემპერატურა ამ პერიოდში შეადგენს 20-30 °

ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა საჭიროა და ქვეყანაში ჩასვლამდე უნდა იქნას აღებული
ფულის ერთეული – დირჰამი
სახელმწიფო რელიგია – ისლამი
ალკოჰოლური სასმელები იყიდება მხოლოდ სასტუმროებში და რესტორნებში.
შარჯაში მოქმედებს “მშრალი კანონი”. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენა
ქუჩაში ნაგვის დაგდებისთვის ჯარიმა გემუქრებათ.
ადგილობრივი ქალებისადმი ზედმეტი ყურადღება, ქუჩაში უწმაწური სიტყვების ხმარება ისჯება.
ნარკოტიკების გამოყენება ისჯება ციხით, ქვეყანაში შეტანა და გაყიდვა სიკვდილით.
ყველგან თან იქონიეთ პასპორტი ან უმჯობესია მისი ასლი. სასტუმროებში, ძირითადად 5 და 4 ვარსკვლავიანებში საჭიროა ფულადი დეპოზიტის დატოვება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელიც უკან უბრუნდება კლიენტს თანხის გამოუყენებლობის შემთხვევაში.

არაბთა გაერთიანებული საემიროების სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა ეგვიპტეში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

მოუწყოს საკუთარ თავს ან ახლობლებს ფანტასტიური მოგზაურობა მშვიდ და მზიან ქვეყანაში, ეგვიპტეში, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თითქმის მთელი წლის განმავლობაში.

ახალბედა ტურისტებს და არა მარტო ახალბედას, ხშირად აინტერესებთ არა მარტო მხურვალე მზით გამთბარი ეგვიპტის პლაჟებზე ბანაობა, არამედ უძველესი და საიდუმლო პირამიდების მონახულება.

მართლაც, ეგვიპტეში, ყველას შეუძლია იპოვოს რაღაც მომხიბლავი და თავისთვის ძალიან საინტერესო ადგილები, მოიწყოს ექსკურსიები და მოგზაურობები.

ეგვიპტე შესანიშნავი ადგილია მათთვის ვისაც სურს წყნარ, ოჯახურ გარემოში დასვენება. ეგვიპტის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა შარმ ელ-შეიხი, ხურგადა, ტაბა და მარსა ალამი, კილომეტრობითაა გადაჭიმული სუფთა და ქვიშიანი პლაჟები, რომელიც ბუნებამ თითქოსდა სპეციალურად შექმნა ადამიანის საკეთილდღეოდ.

ეგვიპტეში თანამედროვე სტანდარტებით აგებული სასტუმროები აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული ტურისტების მოთხოვნებს

ეგვიპტის სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა გოაში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

გოა ინდოეთის ყველაზე მდიდარი და ეგზოტიკური შტატია. იგი ცნობილია მშვენიერი, თეთრი ქვიშის სანაპიროებით,მთელს სანაპიროზე გადაჭიმული მაღალი, კოკოსის პალმის ხეებითა და რბილი, მსუბუქი ტალღებით.

გოა-ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისე დაისვენოს, როგორც მას სურს. თუ პლაჟზე მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ველურ ბუნებაში გაისეირნოთ და გაეცნოთ ადგილობრივთა წესჩვეულებებს. შეგიძლიათ ეწვიოთ ირმის პარკს, ბოტანიკურ ბაღს და ზოოპარკს, დატკბეთ საცხოვრებელი ბუნგალოებისა და ციხე-სიმაგრეების არქიტექტურის მშვენიერებით. იშოპინგოთ, ელეგანტური ცხოვრების სტილის მქონე და მოდის მიმდევრებისათვის განკუთვნილ მაღაზიებში.

რეკომენდაციები ტურისტებს:

გოაში გასამგზავრებლად საჭიროა ვიზა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა კეთდება ერევანში

ყოველთვის გაითვალისწინეთ ადგილობრივი საზღვაო სამსახურების გაფრთხილებები და ნუ შეხვალთ წყალში, თუკი იმყოფებით ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

ქურდობა სასტუმროს ნომრებიდან აგრეთვე ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ მიდამოებში , როგორიცაა ანჯუნა და ვაგატორი, აგრეთვე პალოლემისა და არამბოლას ზღვის ნაპირის ქოხებში ,მხიარულ საღამოებზე თქვენი ყოფნის დროს.

ნარკოტიკების შეძენის ან შენახვის ნებისმიერი მცდელობა ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ინდოეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა ტაილანდში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

ტაილანდი ყველაზე ეგზოტიკური და ზღაპრული ქვეყანაა აზიის რეგიონში. ტაილანდში მოგზაურობა ყოველთვის დაუვიწყარია. ჯუნგლები, კამკამა მდინარეები, მაღალი მთები, ეგზოტიკური მცენარეები, ოქროსფერი სანაპიროები და მცხუნვარე მზე ზღაპრულ ქვეყანაში არსებული რეალობაა, სადაც ცათამბჯენები და ტრადიციული კულტურა, განვითარებული კურორტები და ხელუხლებელი ბუნება, ბიზნეს ცენტრები და უძველესი ტაძრები, სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიები და პირველყოფილი ტომები ჰარმონიულად თანაარსებობენ.

იმოგზაურეთ ტაილანდში და შეიგრძენით ნამდვილი დასვენებით მიღებული სიამოვნება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

რეკომენდაციები ტურისტებს:

ოფიციალური ენა – ტაილანდური
ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა კეთდება ერევანში
ფულის ერთეული – ბატი.
სახელმწიფო რელიგია – ბუდიზმი
სახელმწიფოს მეთაური – მეფე
დედაქალაქი – ბანგკოკი

კლიმატი – ტროპიკული, ცხელი და ნესტიანი. თუმცა ტაილანდში დასვენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.

ონკანის წყალი არ გამოიყენება დასალევად.

მაღალი რისკია ა ჰეპატიტით, მალარიით და იაპონური ენცეფალიტით დაავადების. ასეთ დროს საჭიროა სამედიცინო დაზღვევა.

არ შეიძლება სამეფო ოჯახის კრიტიკა.

ადამიანის თავი ითვლება სხეულის ყველაზე წმინდა ადგილად და არ შეიძლება შეხება. ბუდას ყველა ქანდაკება ითვლება წმინდად და არ შეიძლება მათზე აძვრომა ფოტოების გადასაღებად (ისჯება მკაცრად).

შორტები დაშვებულია მხოლოდ პლაჟზე და სასტუმროებში. სახლებში და ტაძრებში შესვლისას აუცილებლად ფეხზე უნდა გაიხადოთ. ქალებს ტაძრებსა და სამეფო სასახლეში შესვლისას აუცილებლად უნდა ეცვათ მკლავებდახურული ტანსაცმელი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალულია. კატეგორიულად აკრძალულია ნარკოტიკებისა და ნარკოტიკის შემცველი წამლების შეტანა საზღვარზე (ისჯება სიკვდილით).

ტაილანდის სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა შრი-ლანკაში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

შრი-ლანკა — ტროპიკული კუნძული-ქვეყანაა ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. აქ ჩამოსულ დამსვენებელს დახვდება სასტუმროებისა და პეიზაჟების შესანიშნავი კომბინაცია. ბენტოტა – არის ერთ-ერთი პოპულარული საზღვაო კურორტი შრი-ლანკაში. კურორტი ბერუველა – მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და დიდი პოპულარობით სარგებლობს სანაპიროს მოყვარულ ტურისტებს შორის.

შრი-ლანკა მსოფლიოში ცნობილია თავისი ტრადიციული სანელებლებით, არომატული ჩაით, და უამრავი სახეობის ტროპიკული ხილით.

საუკეთესო დრო შრი-ლანკაში სამოგზაუროდ ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება.

რეკომენდაციები ტურისტებს:

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მიემგზავრება შრი-ლანკაში შესაძლებელია ვიზა მიიღოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აეროპორტში. ვიზის ღირებულებაა 25-30 $.

შრი-ლანკა-ს სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა მოლდივებზე

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

მოლდივები ანუ მოლდივების რესპუბლიკა მდებარეოს ინდოეთის ოკეანეში შრი-ლანკა-დან 700 კმ.-ის დაშორებით.

Maldive. აღმოაჩინე სასწაული!

სამოთხესაც კი ვერ წარმოიდგენთ ასეთს: პატარა ქუჩები, ოქროსფერო ქვიშით დაფარული გზებით, ფოსფორიანი წყალი, რომელიც ღამით ანათებს, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბევრი პალმა და ჰამაკი, ყველაზე სუფთა, გამჭვირვალე წყალი, ოკეანეში მიმოფანტული პატარა, ოქროსფერი კუნძულები, საოცარი საკვები, თითქმის არცერთი მანქანა, ბარები ქვიშაში, ფეხებში რომ მსუბუქი ბრიზი გიბერავს და შიგადაშიგ წყალი რომ შემოგეპარება, მოკლედ სრული საოცრება, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ სანამ ცოცხალი ხართ, ანუ სიცოცხლეშივე მოხვდეთ სამოთხეში…!!!

მოლდივების დედაქალაქი – მალე;
კუნძულების რაოდენობა – 1190 (მათგან დასახლებული-200);
სახელმწიფო რელიგია – ისლამი;
ქართველი ტურისტებისათვის ვიზა გაიცემა აეროპორტში ჩაფრენისთანავე.

რეკომენდაციები ტურისტებს:
აკრძალულია.ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე შეტანა და საზოგადოებრივ ადგილებში დალევა.
დაუშვებელია ნარკოტიკების, პორნოგრაფიისა და ღორის ხორცის პროდუქტების შეტანა.
მარჯნის მოჭრა, ნიჟარების შეგროვება და თევზის დამოუკიდებლად დაჭერა ჯარიმდება.
მალეში სეირნობისას ტანსაცმელი უნდა იყოს მუსულმანური ტრადიციების შესაბამისი. გრძელი ქვედაბოლო ან შარვალი.
ადგილობრივი წყლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
მეჩეთში შესვლისას საჭიროა ფეხზე გახდა.
ადგილობრივი ქალებისადმი არ შეიძლება ზედმეტი ყურადღების გამოჩენა.
შიშვლად ბანაობა აკრძალულია ყველა კუნძულზე, გარდა კუნძული კურამატისა.
დაივინგის და უბრალოდ წყალში ცურვის დროსაც უნდა ერიდოთ მარჯნის რიფებს და შხამიან თევზებს, განსაკუთრებით ზღვის ზღარბს.

მოლდივების სასტუმროების კატალოგი (pdf)



6 წელი თქვენს სამსახურში!

ჩვენი კომპანია დაარსდა 2011 წელს. მისი დაარსების მიზანი პირველივე დღიდან იყო და არის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის ამაღლების მიზნით უზრუნველვყოთ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც შეიძლება მეტი ტურისტის ჩამოყვანა; გავაცნოთ მათ საქართველოს თანამედროვე კულლტურა, ქართველი ხალხის უძველესი ტრადიციები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ბუნება. კომპანიის დაარსებისას შევეცადეთ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ტურისტული მომსახურების ხარისხსა და ოპერატიულობაზე, ვინაიდან ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში ჩამოსულმა ნებისმიერმა ტურისტმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დადებითი ემოციები და საქართველოსა და ქართველი ხალხის მრავალმხრივი სიყვარული.

ჩვენი კომპანია ადგილობრივი ტურისტული პროდუქტის წარმოჩენის მიზნით ყოველდღიურად აფართოებს თავისი მოქმედების არეალს და უცხოეთის ქვეყნებში ეწევა სარეკლამო-საინფორმაციო საქმიანობას. ამავე დროს, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, რომ ვიყოთ არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტების მასპინძლები. ჩვენი პროგრამის თანახმად, თქვენ ეწვევით საქართველოს ყველა გეოგრაფიულსა და ისტორიულ კუთხეს, სადაც შეძლებთ არა მარტო კარგად დასვენებას, არამედ ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (სუბტროპიკული კლიმატის, ზღვის, მზის, მაგნიტური ქვიშისა და ბუნებრივი სამკურნალო ტალახების) მეშვეობით სხვადასხვა დაავადების განკურნვას.

ჩვენთან ერთად თქვენ შეძლებთ განახორციელოთ თქვენი ოცნება და შეიგრძნოთ ცხოვრების რიტმი. ჩვენ ასევე დაგეხმარებით თქვენი მოგზაურობის დაგეგმვაში; დაგიჯავშნით სასტუმროებს.

ჩვენი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტურები და ტურისტული მარშრუტები არის კომპლექსური და მოიცავს საქართველოს ყველა კუთხეს, მაგრამ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ცვლილებები შეიტანოთ ტურებში, რათა დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები. ჩვენ არ დავიშურებთ ცოდნასა და ენერგიას, რათა თქვენი მოგზაურობა საქართველოში იყოს უაღრესად საინტერესო, შთამბეჭდავი, ემოციურად დატვირთული და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხო.

" დასვენება ყველას უნდა მუშაა თუ მეცნიერი, დასვემებაზე ოცნებობს ყველა ქვეყნის ყველა ერი. სწორედ ჩვენი სააგენტო აგისრულებთ ყველა სურვილს, ჩვენთან ერთად დაიოკებთ დასვენების ძლიერ წყურვილს. მოგვმართეთ და ჩვენ შეგირჩევთ ტურებს ხმელთაშუა ზღვაზე, ეგვიპტეში გაგამგზავრებთ, დაისვენებთ წითელ ზთვაზე. არც ევროპის ქალაქები თქვენთვის შორი აღარ არის. უკვე ვიზა არ გჭირდებათ, ფასებიც ხომ კარგი არის. სასტუმროებს დაგიჯავშნით, ბილეთებსაც ამოგიწერთ, დაზღვევასაც თან გაგატანთ, სირბილი თქვენ არ მოგიწევთ. აეროპორტში ჩაფრენისას მანქანას ჩვენ დაგახვედრებთ, უსაფრთხოდ და კოფორტულად სასტუმროში განგათავსებთ. თუ ტურები მოგინდებათ, აღარ არის ეს პრობლემა, მანქანა და გიდი თქვენთან ელვისებურად გაჩნდება. ხოლო, სახლში წამოსვლისას აეროპორტში მიგაცილებთ, შინ მშვიდობით დაბრუნდებით. გვესტუმრებით ალბათ კიდევ. "
რეზო მიქავა.


ტრანსფერი საქართველოში

იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ ახალი ჰორიზონტები, გაეცანით საქართველოს კულტურას, დაისვენეთ და მოაწყვეთ საქმიანი მოგზაურობები. თქვენი კომფორტულად ჩამობრძანებისათვის საქართველოში კომპანია M-TOUR გთავაზობთ მომსახურებებს შემდეგი ავტომობილებით:

1 / 7
➡ ავტობუსი SETRA
2 / 7
➡ ავტობუსი SETRA
3 / 7
➡ მიკროავტობუსი MERCEDES SPRINTER
4 / 7
➡ მიკროავტობუსი MERCEDES SPRINTER
5 / 7
➡ მინივენი FORD TURNEO
6 / 7
➡ მინივენი FORD TURNEO
7 / 7
➡ მინივენი MERCEDES VITO


ტურები საქართველოში

1 / 6
➡ ბათუმი
2 / 6
➡ ბაკურიანი
3 / 6
➡ ბორჯომი
4 / 6
➡ ვარძია, რაბათი
5 / 6
➡ კახეთი
6 / 6
➡ სვანეთი



დასვენება და მოგზაურობა ევროპაში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

აუცილებელი ინფორმაცია ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ იხილეთ აქ

ჰერი! ჰერი!
"დღეს ვიზები გაგვიუქმეს, დილა არის მშვენიერი, ტელეფონი მომაწოდეთ, ოფისისკენ ჰერი! ჰერი! ევროპისკენ ეშურება კაცი, ქალი, ერი-ბერი, აბა მარდად ჩვენც საგზურით, ევროპისკენ ჰერი! ჰერი!"
რ. მიქავა

ევროპა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტურიზმის მხრივ. ყოველწლიურად ევროპას ნახევარ მილიარდამდე ადამიანი სტუმრობს.

ევროპა ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია, თუმცა მოსახლეობის სიმჭიდროვის მხრივ მხოლიდ აზიას ჩამორჩება.

ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი – იალბუზი (5642 მ)

ევროპის ყველაზე გრძელი მდინარე – ვოლგა (3530 კმ)

ევროპის ყველაზე დიდი ტბა – ლადოგის ტბა (17 700 კმ²)

ყველაზე დიდი ქალაქი ევროპაში – მოსკოვი (მოსახლეობა 11 503 500 ად.)

ყველაზე დიდი ქვეყანა ევროპაში – რუსეთი (მისი ევროპული ნაწილი)

ყველაზე პატარა ქვეყანა ევროპაში– ვატიკანი

ყველაზე დიდი კუნძული ევროპაში – დიდი ბრიტანეთი

ევროპის მთავარი ქალაქებია: პარიზი, რომი. ლონდონი, ბერლინი, მადრიდი და სხვა.

უნგრეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)
ჩეხეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)
საფრანგეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)
გერმანიის სასტუმროების კატალოგი (pdf)
იტალიის სასტუმროების კატალოგი (pdf)
ესპანეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)
სლოვაკეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა საბერძნეთში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge



საბერძნეთი მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მის შემადგენლობაშია ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულები: კრეტა, როდოსი, კოსი, მიკონოსი, კორფუ, სანტორინი.

საბერძნეთი ერთერთ ყველაზე საინტერესო სამოგზაურო ქვეყანაა ტურისტებისათვის. იგი გამოირჩევა უსაზღვრო ბუნებრივი სიმდიდრით, თბილი ზღვით და მხურვალე მზით, ასევე, მისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით.

რეკომენდაციები ტურისტებს:

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხანმოკლე ვიზიტით (ტურისტად) მიემგზავრება საბერძნეთის რესპუბლიკაში, არ ესაჭიროება ვიზა.

ხოლო ვისაც სურს საქმიანი ვიზიტით ესტუმროს საბერძნეთს მას ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა, რისთვისაც პირდაპირ უნდა მიმართოს სავიზო განაცხადის მიღების ცენტრს.

საბერძნეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა ისრაელში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

ისრაელის სახელმწიფო მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და მისი დედაქალაქია იერუსალიმი. აქ მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რათა იხილონ უძველესი წმინდა ქალაქი.

ისრაელში ძალიან განვითარებულია ტურიზმი. აქ ტურისტებს იზიდავს უამრავი ისტორიული ღირშესანიშნაობები. ისრაელში მშვიდობიანად თანაარსებობენ სამი რელიგიის წარმომადგენლები: ისლამი, ქრისტიანები და იუდაიზმი.

იერუსალიმში ძალიან ბევრი სიწმინდეა, კერძოდ, იუდაისტების სიწმინდეა გოდების კედელი, ქრისტიანების სიწმინდეა მაცხოვრის ტაძარი და “ჯვარცმის გზა” (Via Dolorosa), მუსლიმებისთვის – ალ აქსას მეჩეთი (მექას და მედინას შემდეგ მნიშვნელობით მესამე სიწმინდე).

ისრაეილი ცნობილია არა მარტო თავისი რელიგიური სიწმინდეებით, არამედ წითელი და მკვდარი ზღვის უნიკალური ბუნებით. წითელ და მკვდარ ზღვაზე ბანაობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. მკვდარი ზღვის სამკურნალო თვისებები ცნობილია მთელს მსოფლიოში. აქ ყოველწლიურად მილიონობით სტუმარი ჩამოდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ისრაელის მთავარი ტურისტული ქალაქები და ადგილებია: იერუსალიმი, იაფო, თელ-ავივი, ჰაიფა, ეილაფი, ნეტანია, ნაგარია, აკო, ტვერია, მკვდარი ზღვა, რამატ-შალომი, ნეჰევის უდაბნო იერიქონი, ციხე-ქალაქი მასადა.

ისრაელის სასტუმროების კატალოგი (pdf)


დასვენება და მოგზაურობა თურქეთში

1 / 5
calypso-tr.ge
2 / 5
calypso-tr.ge
3 / 5
calypso-tr.ge
4 / 5
calypso-tr.ge
5 / 5
calypso-tr.ge

სიტყვა “თურქეთი” უკვე დიდი ხანია გახდა ქართველი ტურისტებისთვის განსაკუთრებული ემოციურობით დატვირთული. ყოველი მეორე ქართველი სწორედ თურქეთში პოულობს დასვენებისათვის საჭირო მყუდრო ადგილს, იქნება ეს პირველად გამგზავრება თურქეთში, თუ მეათედ. ჩვენი ტურისტული კომპანია Calypso M-TOUR ყოველთვის მიესალმება ქართველების ამ დიდ ჟინს, წლის ნებისმიერ პერიოდში გაემგზავრონ და დაისვენონ თურქეთის ისეთ საუკეთესო კუროტებზე, როგორიცაა ანტალია, ქემერი, ბელეკი, მარმარისი და სხვა. დასვენება თურქეთში არის სრულყოფილი ოჯახით, ბავშვებთან ერთად. თურქეთში ძალიან უყვართ ბავშვები და ისინი მუდმივად ზრუნავენ მათზე და ორგანიზებას უკეთებენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, დიდი სითბოთი და სიყვარულით აწყობენ ბავშვების სათამაშო მოედნებს და მინი-კლუბებს.

სტუმართმოყვარე თურქული კურორტების ზღვის ცეცხლოვან სანაპიროებზე მრავლადაა დისკო კლუბები , ბარები და ანიმაციური გასართობი პროგრამები, სადაც თქვენ მიიღებთ წარმოუდგენელ ენერგიას, რომელიც საკმარისი იქნება ცხოვრების შემდგომი ეტაპის გასაგრძელებლად. ტემპერატურა თურქეთში სასიამოვნოდ მაღალია და თითქმის მთელი წლის განმავლობაში – სეზონი აპრილიდან ოქტომბრამდე, თერმომეტრი უჩვენებს დაახლოებით 25-დან 35 ° C.

ტურები თურქეთში ძალიან პოპულარულია პრაქტიკულად ყველასათვის. თურქეთში თქვენ გელოდებათ მხურვალე მზე, თბილი ზღვის კეთილმოწყობილი პლაჟები, ფეშენობელური სასტუმროები, უძველესი ქალაქები და მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის არხიტექტურული ძეგლები.

დიალოგი ტურისტული კომპანიის ოპერატორსა და პოტენციურ ტურისტს შირის:

– გამარჯობათ!
– გაგიმარჯოთ! მობრძანდით. რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
– დასასვენებლად მინდა წავიდე თურქეთში, მაგრამ არ ვიცი რომელ ქალაქში. თქვენ რას მირჩევდით?
– თურქეთზე რომ აკეთებთ არჩევანს ეს ძალიან კარგია, ხოლო რაც შეეხება ქალაქს, გირჩევდით ანტალიას. – რატომ ანტალიას?
– რატომ ანტალიას და, ეს ის ქალაქია სადაც ზღვა, მზე, ისტორია და ბუნება ერთმანეთში ჰარმონიულადაა შერწყმული. აქ თქვენ გელოდებათ ულამაზესი სანაპირო, ლაჟვარდოვანი ზღვა, კომფორტაბელური სასტუმროები და უმაღლესი დონის მომსახურება. გარდა ამისა ანტალიაში ყოველწლიურად ჩამოდიან ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სწორედ ანტალიაში შეხვდებით ისეთ გოგონებს, როგორიც თქვენ მოგწონთ.
– თქვენ რა იცით მე როგორი გოგონები მომწონს.
– ჩვენ არა ბატონო მაგრამ, თქვენ ხომ იცით.
– და თუ ოჯახით ვარ?
– გასაგებია, მაშინ გირჩევთ ალანიას
– რატომ ალანიას?
– ალანია ნამდვილი სამოთხეა ოჯახური და აქტიური დასვენებისათვის. აქ თურქეთის საუკეთესო პლაჟებია თავმოყრილი. თითქმის ყველა სასტუმროში ფუნქციონირებს აკვაპარკი სხვადასხვა გასართობებით და ატრაქციონებით
– ალანიას გარდა კიდევ რას შემომთავაზებდით
– მაშინ, გირჩევდით ქემერს. ქემერი ეს არის სუფთა ჰაერი და ულამაზესი მთები, ხოლო ლამაზი პლაჟები,სუფთა ზღვა და უგემრიელესი სამზარეულო ზღვის პროდუქტებით კიდევ უფრო გაალამაზებს და შინაარსიანს გახდის თქვენს დასვენებას.
– კარგით, კიდევ შეგიძლიათ? რაიმე შემომთავაზოთ
– რათქმაუნდა. ვინაიდან თქვენ ახალდაოჯახებული ყოფილხართ, შემოგთავაზებთ ბოდრუმს. ბოდრუმი თურქეთის ელიტის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. კურორტი ძალიან პოპულარულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე საოჯახო წყვილებში. სწორედ ბოდრუმშია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისკოთეკა”ჰელიკარნასი”. თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის აქტიური დასვენებისათვის.
– და კიდევ… რას?
– კიდევ შემიძლია შემოგთავაზოთ კუშადასი და იზმირი. დღეს კუშადასი ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია თურქეთში. შესანიშნავი ოქროსფერი სილიანი პლაჟები და დიდებული ზურმუხტისფერი ზღვა საოცარ განწყობილებას შეგიქმნით აქტიური დასვენებისთვის. კუშადასის ღამის ცხოვრება, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება დღის მჩქეფარე ცხოვრებას, უამრავი კაფე, ბარი და დისკოთეკა საშუალებას მოგცემთ გაატაროთ დაუვიწყარი ღამეები კუშადასში. ხოლო რაც შეეხება იზმირს ეს არის უზარმაზარი ქალაქი სადაც განლაგებულია უამრავი მუზეუმები და თეატრები, სადაც ყოველწლიურად იმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალები. საღამოობით შეგიძლიათ შეიაროთ ბარებსა და რესტორნებში და დააგემოვნოთ საუკეთესო ხარისხის ღვინოები.
– დიდი მადლობა, ცოტა არ იყოს დავიბენი კიდეც. წავალ, საღამოს ოჯახთან ერთად განვიხილავ და აუცილებლად გესტუმრებით.
– კარგად ბრძანდებოდეთ, გელოდებით.


თურქეთის სასტუმროების კატალოგი (pdf)





საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


ვაკე | ვერა |საბურთალო - 2500 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 10.03.2017-დან

გლდანი | მუხიანი | თემქა | სანზონა - 3000 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 3.04.2017-დან

ჯამში განთავსებულია: 5500 სადარბაზოში

ექსკურსიები

კორპორატიული ტურები

სათხილამურო ტურები




სამკურნალო ტურები

ღირსშესანიშნავი ტურები

შავი ზღვისპირეთი



კონტაქტი

მის.: თბილისი, მელიქიშვილის ქუჩა N12
ტელ.: +99532 214 76 77, 230-77-73;
მობ.: +995 599 797 136;
Viber/WhatsApp: +995 555 76 21 27;
ელ. ფოსტა: info@calypso-tr.ge
ვებ-გვერდი: www.calypso-tr.ge
ფეისბუქის გვერდი: www.fb.com/calypsomtour/
სკაიპი: medea.mandaria