სს მისო კრისტალი

ნაბიჯი ბედნიერებისკენ




22 წელი თქვენს სამსახურში!

რას წარმოვადგენთ
სს მისო „კრისტალი“ წარმოადგენს დინამიურად მზარდ, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.

კრისტალი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის: მიკრო, საშუალო და აგრო სესხებს დამწყები და მოქმედი ბიზნესისათვის; სარემონტო და სამომხმარებლო სესხებს; ვალუტის გაცვლის ოპერაციებს; გზავნილებს; კომუნალური გადახდის მომსახურებას და ა.შ.

კრისტალი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქუთაისში (დასავლეთ საქართველო), ძირითადად ორიენტირებულია რეგიონებსა და მოშორებულ ადგილებში მოღვაწე მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების განვითარებაზე. 2017 წლის მდგომარეობით, კომპანიის სესხის პორთფელის თითქმის 29% კონცენტრირებულია სასოფლო რეგიონებში.



კორპორატიურლი ღირებულებები
„კრისტალის“ მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების, ასევე ფერმერების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი ბიზნეს პოტენციალის რეალიზებას, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.

„კრისტალის“ მიზანია გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობის დამყარება მომხარებლებთან, მათთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული გამჭვირვალე, ინოვაციური და სწრაფი ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება და ეკონომიკური წარმატებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ცოდნის მიწოდება.

- პასუხისმგებლობა - პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რაც მიზნად ისახავს ჭარბვალიანობის თავიდან აცილებას; სოციალურ პასუხისმგებლობა მომხარებელთა, თანამშრომელთა, ბიზნეს პარტნიორთა, საზოგადოებისა და გარემოს წინაშე;

- გამჭვირვალობა - მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეადარონ ჩვენი ფასები და პირობები და გაეცნონ მოსალოდნელ საფრთხეებს. „კრისტალის“ ურთიერთობა მოხმრებლებთან, თანამშრომლებთან, ინვესტორებთან და ფართო საზოგადოებასთან ეფუძნება გამჭვირვალობის, გულწრფელობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

- პარტნიორობა - გრძელვადიანი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან და ინვესტორებთან. პარტიორებთან ურთიერთობისას, „კრისტალი“ მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ ინტერესებს.

- მისაწვდომობა - ხელმისაწვდომობა წარმოადგენს არსებითად მნიშვნელოვან ფაქტორსპროდუქტების შემუშავების და მიწოდების არხების შერჩევის დროს.

- ინოვაცია - ინოვაციისა და სრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვა „კრისტალის“ და მისი გუნდის მუშაობის ჩვეული სტილია. ჩვენ გვიყვარს ინოვაცია და ვახალისებთ კრეატიულობას. Innovation is life!

ორგანიზაციის ისტორია
1995 წელს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაფუძვნდა ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, რომელმაც 1998 წლის აგვისტოდან წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტო პროგარამა სულ რაღაც $10, 000 სასესხო კაპიტალით.

დონორებისა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, 2004 წელს ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ მოხდა მიკრო-დაფინანსების პროგრამის სხვა საქველმოქმედო და სოციალური პროექტებისაგან დამოუკიდებელ, ცალკე ერთეულად გამოყოფა. სწორედ ამგვარად იღებს დასაბამს ფონდი კრისტალი 2004 წლის აპრილიდან.

2007 წელს, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა ფონდი კრისტალის ტრანსფორმაცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალად და მისი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

2011 წლის ოქტომბერს, ამერიკული საინვესტიციო ბანკი “Developing World Markets” (DWM) გახდა მისო „კრისტალის“ პირველი ინსტიტუციონალური ინვესტორი და აქციონერი.

მთავარი მიღწევები
„კრისტალის“ მიერ 1998 წელს 10,000 აშშ დოლარის სასესხო კაპიტალით დაწყებული საქმიანობა 2017 წლისათვის ემსახურება 60,000-ზე მეტ მომხმარებელს, წარმატებით მართავს 150 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო პორთფელს; კომპანია ოპერირებს 50 ოფისის მეშვეობით საქართველოს 8 რეგიონში.

კრისტალი არის პირველი ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო საბანკო კრედიტის მოპოვება (2003 წელი).

კრისტალი ასევე არის პირველი ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო საკრედიტო (2003) და სოციალური რეიტინგი (2010).

მაღალი ინსტიტუციური სტანდარტების, სოციალური პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების ზედმიწევნითი დაცვისათვის კრისტალმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება: პლატინის ჯილდო (უმაღლესი პრიზი) MIX -საგან სოციალური საქმიანობის ანგარიშგებისთვის (2012 წელი); CGAP-ის ჯილდო ფინანსური გამჭვირვალობისთვის (2006 წელი); 2011 წელს კრისტალი აღიარებულ იქნა გამარჯვებულად კლენტთა დაცვის ფარგლებში სმარტ კამპანიის (Smart Campaign) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მარტივ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება“.

პარტნიორები და ინვესტორები
კრისტალის ფინანსური პარტნიორებია ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორიცაა: EBRD, KfW, Commerzbank, IFAD, responsAbility SICAV, Developing World Markets, MicroVest, Oikocredit, Incofin, Rural Impulse Fund, Credit Suisse Microfinance Fund, Symbiotics, Micro Credit Enterprises და სხვა ფინანსური კომპანიები.

2011 წლის ოქტომბრიდან, ამერიკული საინვესტიციო ბანკი “Developing World Markets” (DWM) წარმოადგენს მისო „კრისტალის“ პირველ ინსტიტუციონალურ ინვესტორსა და აქციონერს.

მყარი რეპუტაცია:
კრისტალი ცნობილია სერთაშორისო მიკროსაფინანსო ბაზარზე როგორც პასუხისმგებლიანი საკრედიტო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფინანსურ დაწესებულელებთან, განითარების სააგენტოებსა და საინვესტიციო კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობის 19-წლიანი წარმატებული გამოცდილება.

წარჩინებული საკრედიტო ისტორია:
კრისტალის მთლიანი საკრედიტო მოღვაწეობის მანძილზე არ აღინიშნება ვალდებულებაზე ვადაგადაცილების თუ დაგვიანების არც ერთი ფაქტი.

ძირითადი სტატისტიკური მონაცემები
კრისტალი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საქართველოს ბაზარზე. ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი ზრდა ცალსახად მეტყველებს კრისტალის კონკურენტუნარიანობაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. კომპანიის პორთფელის ხარისხის მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოსა და კავკასიის მთლიან რეგიონში.

ბიზნეს სესხი

კრისტალი გაძლევთ შესაძლებლობას: დაიწყოთ, განავითაროთ და გააფართოოთ თქვენი ბიზნესი. თქვენ მიიღებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, მაღალი ხარისხის ფინანსურს მომსახურებას:

ჩვენი უპირატესობები:

* დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
* სწარფი მომსახურება;
* მინიმალური დოკუმენტაცია;
* ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით;

თანხა: 50-50000 ლარამდე;
ვადა: 60 თვე;
უზრუნველყოფა: უძრავი ქონება;



აგრო სესხი

ჩვენი უპირატესობები: შენ გჭირდება დრო, მოთმინება და ძალისხმევა რათა გაზარდო უფრო მეტი. მეტი კაპიტალი მოგცემს მეტ შესაძლებლობას. არ შეყოვნდე!

აქციე ოჯახური მეურნეობა ფერმერულ მეურნეობად!

* თქვენს შემოსავალებზე მორგებულ სეზონურ გრაფიკი;
* სწარფი მომსახურება;
* მინიმალური დოკუმენტაცია;
* ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით;

თანხა: 50-50000 ლარამდე;
ვადა: 48 თვე;
უზრუნველყოფა: უზრუნველყოფის გარეშე;

აგრო განვადება
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით კრისტალი გთავზობთ აგრო განვადება სასოფო-სამეურნეო ინვენტარზე.

თანხა: 50-50000 ლარამდე;
ვადა: 12 თვე;
უზრუნველყოფა: უზრუნველყოფის გარეშე;



სამომხმარებლო სესხი

მეტი პოზიტივისთვის!

შენ იცი რა გინდა, როგორ გაატარო დრო, როგორ მოაწყო სახლი, რა ავტომობილი შეიძინო, სად ისწავლო და როგორ იოცნებო! თქვენი სურვილები თქვენი არჩევანია. თქვენ ხართ თქვენი არჩევანი. არ უთხრათ უარი საკუთარ თავს! ეს ხომ მარტივია...

უზრუნველყოფის გარეშე
თანხა: 50-5000 ლარამდე;
ვადა: 24 თვე;

უძრავი ქონების უზრუნველყოფით
თანხა: 200-10000 დოლარი;
ვადა: 30 თვე;



განვადება

განვადება 0%

"კრისტალი" გთავაზობთ 0% -იან განვადებას ნებისმიერი სასურველ საყოფაცხოვრებო ნივთზე, სწრაფად და მარტივად!

მიბრძანდით ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და შეავსეთ განაცხადი. ჩვენი სესხის ოფიცერი დაგიკავშირდებათ და თქვენ შეძლებთ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნივთი.
წინასწარი შენატანის გარეშე!

თანხა: 50-5000 ლარამდე;
ვადა: 18 თვე;
უზრუნველყოფა: უზრუნველყოფის გარეშე;

სესხი ბინის რემონტისთვის

იცხოვრე ისე როგორც გინდა! შენი სახლი შენი სამყაროა, მოაწყვე შენი სამყარო როგორც შენ გინდა! კრისტალი გაძლევთ შესაძლებლობას ააშენოთ, გაარემონტოთ და გაათანამედროვოთ თქვენი სახლი. ჩვენ გთავაზობთ სესხს ბინის რემონტისთვის მორგებული გადახდის გრაფიკით.

უზრუნველყოფის გარეშე
თანხა: 50-5000 ლარამდე;
ვადა: 24 თვე;

უძრავი ქონების უზრუნველყოფით
თანხა: 200-30000 დოლარი;
ვადა: 48 თვე;



იპოთეკური სესხი

შენი პირადი ადგილი სამყაროში

კრისტალი გაძლევთ შესაძლებლობას ააშენოთ ან შეიძინოთ სახლი. ჩვენი იპოთეკური სესხი საშუალებას მოგცემთ აიხდინოთ ოცნება.

მიზნობრიობა:სახლის შეძენა/აშენება;
თანხა: 200-20000 დოლარამდე;
ვადა: 30-60 თვე;
უზრუნველყოფა: უძრავი ქონება;



ტურისტული სესხი

გაიცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე, რომელთაც აქვთ ნებისმიერი სახის შემოსავლები და სესხი ესაჭირეობათ ტურისტული აქტივობის დაწყების ან განვითარებისათვის.

ტურისტული სესხის მიზნობრიობა: სასტუმროს, ჰოსტელის, გესტჰაუსის მოსაწყობად. ტურების ორგანიზებისათვის, აგრო ტურიზმის განვითარებისათვის. სასტუმროს ინვენტარის განახლებისათვის.

აგრეთვე, სხვადასხვა ტურისტული ატრიბუტების შესაძენად, როგორიც არის - სატრანსპორტო საშუალებები, ველოსიპედი, კატერი, ავტომობილი და სხვა.
თანხა: 50-50000 ლარამდე;

საკრედიტო ხაზი

გაიცემა იურიდიულ პირებსა და მცირე მეწარმეებზე.

შემოსავალი: ვაჭრობის სფერო (ექსპორტ-იმპორტი, დისტრიბუცია, საცალო და საბითუმო ვაჭრობა და სხვა.)

თანხა: 1000-50000 ლარამდე;

სტარტაპ

აქციე შენი იდეა რეალობად! ჩვენ ვაფინანსებთ თქვენს იდეებს - კრისტალი გთავაზობთ სტარტაპ სესხებს დამწყებ ბიზნესმენებს. * 5000 დოლარამდე სესხები უზრუნველყოფის გარეშე; * ბიზნეს შემოსავლებზე მორგებულ გადახდის გრაფიკს; * უნიკალურ ტრეინინგ კურს კრისტალის გამოცდილი ექსპერტებისგან;

უზრუნველყოფის გარეშე
თანხა: 50-5000 ლარამდე;
ვადა: 24 თვე;

უძრავი ქონების უზრუნველყოფით
თანხა: 200-10000 დოლარი;
ვადა: 30 თვე;

სწრაფი სესხი

ეს ხომ მარტივია...

მცირე სესხი 15 წუთში, მარტივი პროცედურებით და მსუბუქი გადახდის პირობებით

სპეციალური შეთავაზება მათთვის ვისაც აქვს:
- პოზიტიური საკრედიტო ისტორია
- არიან დასაქმებული და აქვთ შემოსავალი
- აქვთ პარალელური სესხი
- ქონდა კრისტალში სესხი და აქვს პოზიტიური გადახდები

კრისტალი გთავაზოვთ სესხებს 500 ლარადმდე მხოლოდ პირადობის საფუძველზე. ყოველგვარი დამატებითი დოკუმნტაციის გარეშე, 15 წუთში ადგილზე დამტკიცებით.

თანხა: 50-500 ლარამდე;
ვადა: 10 თვე;

არასაკრედიტო პროდუქტები

ფულადი გზავნილები
ფლადი გზავნილები მსოფლიოს ნებისმიერი ქყვეყნიდან - სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად! 1%-3%;
გზავნილები საქართბელოში ყველაზე დაბალ ფასად
ლარი - 0,4%, სხვა ვალუტა - 0,5%

კომუნალური გადახდები
* ელ ენერგია
* გაზი
* დასუფთავების გადასახადი
* ტელეფონი/ინტერნეტი
* საპატრულო ჯარიმა
* მომსახურება ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან
* მობილური ტელეგფონი
* თანხის შეტანა საქველმოქმედო და სხვა სახის ანგარიშებზე






საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


ვაკე | ვერა |საბურთალო - 2500 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 10.03.2017-დან



ჯამში განთავსებულია: 2500 სადარბაზოში

ზაზა გაგუა - მეღვინეობა
ლალი შენგელია - მეწარმე
ირაკლი ფიფია - მეწარმე



თამაზ კალატოზიშვილი - მეწარმე
მესტია - კრისტალის სავიზიტო ბარათი
წლის ინოვაციური მიკრომეწარმე




სათაო ოფისის გახსნა - აგრო ფესტივალი

10 მილიონი ინვესტიცია...

კრისტალის საზაფხულო სკოლა




კრისტალი - ნაბიჯი ბედნიერებისკენ

ნაბიჯი ბედნიერებისკენ - გიორგი მჭედლიძე

ნაბიჯი ბედნიერებისკენ - შოთა სეფერთელაძე




ნაბიჯი ბედნიერებისკენ - ლევან აფულავა

ნაბიჯი ბედნიერებისკენ - თამაზ ნამორაძე

"კრისტალი" ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ




კრისტალის კორპორატიული საღამო - 2014

კრისტალის კორპორატიული საღამო - 2015

კრისტალის კორპორატიული საღამო - 2016



კონტაქტი

სათაო ოფისი
მის.: ქუთაისი, ნიკეას ქ. 22
ფილიალების სანახავად დაკლიკეთ აქ

ტელ.: +995 0431 25 22 44
ელ. ფოსტა: info@crystal.ge
ვებ-გვერდი: www.crystal.ge
ფეისბუქის გვერდი: www.fb.com/CrystalJscMfo/