სს ელმავალმშენებელი

ქართული ელმავლების მწარმოებელი ქარხანა


მაგისტრალური და კოქსმქრობი ელმავლების აშენება, მოდერნიზაცია–შეკეთება და სათადარიგო ნაწილების გამოშვება.

სს ”ელმავალმშენებლის” მიერ გამოშვებული ВЛ10, ВЛ11М, ВЛ15 სერიის ელმავლები ახორციელებენ დსთ-ს ქვეყნების რკინიგზების სატვირთო გადაზიდვების ნახევარზე მეტს.

სს "ელმავალმშენებელი" არის მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების ერთადერთი მწარმოებელი დსთ–ს ტერიტორიაზე. სს "ელმავალმშენებელის" ელმავლები ВЛ10У, ВЛ11М, ВЛ15 აწარმოებენ დსთ–ს რკინიგზების ნახევარზე მეტ ყველა სატვირთო გადაზიდვებს.

საწარმოს გააჩნია სამრეწველო კოქსმქრობი ელმავლების ЭК-15, ЭК-14У, ЭК-14, ЭК-13–ის 35 წლიანი წარმოების პრაქტიკა და ტრადიციები. სს "ელმავალმშენებელი" მოცემული ტიპის ელმავლების ერთადერთი მწარმოებელია ყოფილი დსთ–ს ტერიტორიაზე, რომელსაც გააჩნია წარმოებისათვის საჭირო გამოცდილება.

საწარმო წარმატებულად აწარმოებს სხვადასხვა მოდიფიკაციების მაგისტრალური და სამრეწველო ელმავლების მოდერნიზაციას და კაპიტალურ შეკეთებას დამკვეთების მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

საწარმოს შემადგენლობაში შედის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო (სსბ). მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და საკონსტრუქტორო პოტენციალი საშუალებას აძლევს სსბ–ს მოკლე ვადებში წარმატებით შექმნას ახალი ელმავლების, კვანძების და მათი აგრეგატების პროექტები. ელმავლების ნაწილი შექმნილია სსბ–ს მიერ პირველად მსოფლიოში.




სს ელმავალმშენებელი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას:

✔ სამჭედლო;
✔ სამსხმელო;
✔ სახარატო;
✔ საფრეზო;
✔ საშემდუღებლო;
✔ ნებისმიერი ლითონ-კონსტრუქციების დამზადება.

ასევე მომსახურეობას სპექტომეტრით:
* შავი და ფერადი ლითონების მარკის და მათი შემადგენლობის განსაზღვრა;
* ზეთების შემადგენლობაში ლითონური მინარევების განსაზღვრა;



ელმავალების მოდერნიზაცია
დღევანდელ დღეს ელმავლების დიდი რაოდენობა არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნილებებს, რომლებსაც მოითხოვს ახალი თაობის ტექნიკა როგორც ეკონომიური და საიმედოობის თვალსაზრისით, ასევე სალოკომოტივო ბრიგადების მუშაობის პირობებით. მაგრამ, თუ შესაძლებელია ახალი ელმავლის შეძენა – ძველის ჩამოწერა არ ღირს. კაპიტალური შეკეთება და მოდერნიზაცია განახლების ღირსეული საშუალებაა მოძრავი შემადგენლობისათვის. კვანძების და ლოკომოტივის აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად და მორალურად ძველდება უფრო მალე, ვიდრე მთლიანად მანქანა. ინვესტიციები კაპიტალურ შეკეთებაზე და მოდერნიზაციაზე უზრუნველყოფს ლოკომოტივის ექსპლუატაციის ვადების გაზრდას 15-17 წლით.

სს "ელმავალმშენებელი" წარმატებით ანხორციელებს სხვადასხვა მოდიფიკაციის მაგისტრალური და სამრეწველო ელმავლების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას. სალოკომოტივო პარკის მოდერნიზაცია მიმართულია ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაზე და საიმედოობის ამაღლებაზე.

ჩვენ გთავაზობთ ჩვენი პროდუქციის ყოველ სახეობაზე შესაბამის მოდერნიზაციის პროგრამებს. ყოველი კონკრეტული შემკვეთისათვის პროგრამის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ეკონომიური ეფექტურობა და სამუშაოების ოპტიმალური ფასი, ყველაფერი დამოკიდებულია მანქანის ტექნიკურ მდგომარეობაზე და შემკვეთის მიზნებზე.

მოდერნიზაციის პროგრამა წამოადგენს კომპლექსურ გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენ აგრეთვე ვითვალისწინებთ თანამედროვე სანიტარულ ნორმებს. მემანქანის სამუშაო ადგილი პარალელურად პროექტდება ლოკომოტივის ტექნიკურ აღჭურვასთან ერთად. ჩვენი პროგრამები სავსებით კონკურენტუნარიანია. მოდერნიზირებული ელმავლები გამოირჩევიან მაღალი საიმედოობით. ამის გარდა მნიშვნელოვნად მცირდება ტექნიკური მომსახურეობის მოცულობა


ელმავალების შეკეთება
ქარხანა ანხორციელებს მაგისტრალური და სამრეწველო სხვადასხვა მოდიფიკაციის ელმავლების შეკეთებას შემკვეთის ტექნიკური მოთხოვნილების შესაბამისად.


საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


გლდანი | მუხიანი | თემქა | სანზონა - 3000 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 3.04.2017-დან

ჯამში განთავსებულია: 3000 სადარბაზოში

საინფორმაციო სტენდზე განთავსებულია 4 უჯრის გაერთიანებით

სამჭედლო

1 / 5
სამჭედლო
2 / 5
სამჭედლო
3 / 5
სამჭედლო
4 / 5
სამჭედლო
5 / 5
სამჭედლო

სამსხმელო

1 / 5
სამსხმელო
2 / 5
სამსხმელო
3 / 5
სამსხმელო
4 / 5
სამსხმელო
5 / 5
სამსხმელო

სახარატო

1 / 5
სახარატო
2 / 5
სახარატო
3 / 5
სახარატო
4 / 5
სახარატო
5 / 5
სახარატო


საფრეზო

1 / 5
საფრეზო
2 / 5
საფრეზო
3 / 5
საფრეზო
4 / 5
საფრეზო
5 / 5
საფრეზო

საშემდუღებლო

1 / 5
საშემდუღებლო
2 / 5
საშემდუღებლო
3 / 5
საშემდუღებლო
4 / 5
საშემდუღებლო
5 / 5
საშემდუღებლო

ლითონ-კონსტრუქციები

1 / 5
ლითონ-კონსტრუქციები
2 / 5
ლითონ-კონსტრუქციები
3 / 5
ლითონ-კონსტრუქციები
4 / 5
ლითონ-კონსტრუქციები
5 / 5
ლითონ-კონსტრუქციები


გალერეა


კონტაქტი

მის.: თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი N84
ტელ.: +99532 265 31 15; +99532 265 33 77
ელ. ფოსტა: ellocomotive@glmf.ge
ვებ-გვერდი: www.glmf.ge
ფეისბუქის გვერდი: www.fb.com/სს-ელმავალმშენებელი/