ჯიპიაი ჰოლდინგი

სადაზღვევო კომპანია


ქონების დაზღვევა

"ჯიპიაი ჰოლდინგი" დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. 2006 წლიდან იგი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრი ხდება. დღეს ”ჯიპიაი ჰოლდინგს” საქართველოში ყველაზე ფართო სააგენტო ქსელი აქვს და შესაბამისად, მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს.

პოლისი კომფორტი სტანდარტი


პოლისი კომფორტი სტანდარტით შესაძლებელია ბინის რემონტის,ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევა. ჩვენ აგინაზღაურებთ ზარალს, თუკი დაზღვეულ ქონებას ზარალი მიადგება ქვემოთ მოცემული შემთხვევების გამო.
რას ვაზღვევთ?
* მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა;
* გათბობის სისტემების დაზიანება;
* კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა;
* წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი;
* ხანძარი, კვამლი, აფეთქება;
* ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
* მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება.
რა ღირს პოლისი?
* თვეში 10 ლარი - თუკი დაზღვეული სახლის/ბინის ფართი 120 კვ.მ.-ს არ აღემატება
* თვეში 20 ლარი - თუკი დაზღვეული სახლის/ბინის ფართი 120 კვ.მ.-ზე მეტია
ზარალის ანაზღაურება
რემონტის დაზიანების შემთხვევაში, აგინაზღაურდებათ 1 კვ/მ–ზე მაქსიმუმ 300 ლარი. ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ მაქსიმუმ 15 000 ლარს.

ავტომობილის დაზღვევა 2%-დან

დაზღვევა ანაზღაურებს: - ავტოსაგზაო შემთხვევა - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა - მინების, სარკეების ცალკეული დაზიანება - საგნების ვარდნა - ვანდალიზმი - სტიქიური მოვლენები

ჯანმრთელობის დაზღვევა თვეში 8 ლარიდან

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა - პირადი ექიმი - სპეციალისტებთან ვიზიტი - სტომატოლოგია - მედიკამენტები - გამოკვლევები

სამოგზაურო დაზღვევა 50 თეთრიდან დღეში

სამოგზაურო დაზღვევა: მოულოდნელი სამედიცინო ხარჯების დაფარვა საზღვარგარეთ


საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


გლდანი | მუხიანი |თემქა | სანზონა - 3000 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 3.04.2017-დან
საინფორმაციო სტენდზე განთავსებულია ორი უჯრედის გაერთიანებით

ჯამში განთავსებულია: 3000 სადარბაზოში

პოლისი კომფორტი პრემიუმი

ფასი 20,30 ₾
* მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა;
* გათბობის სისტემების დაზიანება;
* კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა;
* წვიმა, სეტყვა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი;
* ხანძარი, კვამლი, აფეთქება;
* ქურდობა ძარცვა, ყაჩაღობა;
* მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება (ვანდალიზმი);
* ბინის ქირის ანაზღაურება – აგინაზღაურდებათ სამი თვის ბინის ქირას – თვეში მაქსიმუმ 500 დოლარის ოდენობით, თუკი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო სახლში ცხოვრება შეუძლებელია.

მისტერ მასტერის მომსახურეობა

ფასი 17.50₾, 25₾
პოლისი კომფორტი სტანდარტისა და პოლისი კომფორტი პრემიუმის მფლობელებს დამატებითი სერვისი – სპეციალური ტარიფი მისტერ მასტერის მომსახურებაზე!
* წყალგაყვანილობის და სანტექნიკის შეკეთება;
* ელექტრო გაყვანილობის შეკეთება;
* საკეტების შეცვლა/შეკეთება;
* უნივერსალური სამუშაოები;
* მოწყობილობების მონტაჟი.

პასუხისმგებლობის დაზღვევა

თვეში 5₾
სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ სხვისთვის (მესამე პირისთვის) დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებულ ზარალს. ასევე, თუკი თქვენი მიზეზით დაზიანდება მეზობლის რემონტი, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ:

ავტო დაზღვევა

მხოლოდ ჯიპიაი ჰოლდინგში არის შესაძლებელი 1994 წლიდან გამოშვებული ავტომობილების დაზღვევა. იმისთვის, რომ თქვენ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი, გაითვალისწინეთ შემდეგი:

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

თვეში 6₾
თუ დაეჯახეთ სხვის მანქანას ან დააზიანეთ სხვისი ქონება და თქვენ გეკისრებათ ზარალის ანაზღაურება

მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა

თვეში 3$

ავტომობილის დაზღვევასთან ერთად, რეკომენდირებულია შეიძინოთ მძღოლისა და მგზავრის დაზღვევა. თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდებიან დაზღვეულ ავტომობილში მყოფი მძღოლი და მგზავრები, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი მათი მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს


სხვა პროდუქტები


ავტოასისტანსი

პოლისი ავტო კლასიკის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია უფასო ავტოასისტანსი გზებზე, მთელი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ. ავტოასისტანსის მოქმედების არეალი მთელი საქართველო! ავტოასისტანსის მომსახურებაში შედის:
* საწვავის ადგილზე მიტანა;
* ძირითადი საბურავის სათადარიგოთი ჩანაცვლება, გაბერვა, შეკეთება;
* ავტომობილის დაქოქვა ელექტროხელსაწყოს საშუალებით;
* ავტომობილის ევაკუაცია უახლოეს ქალაქამდე.

ადგილზე ანაზღაურება

თანხის ანაზღაურება შემთხვევის ადგილზე ხდება, როდესაც დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა და ზარალის ოდენობა 1000 ლარამდეა.
ადგილზე ავტო ზარალის დარეგულირება შეეხება კერძო პირების ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისსა და მის შემოგარენში 15 კმ-ის რადიუსზე, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

GPI Mobile

მობილური აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს:
* სწრაფად, მარტივად და დისტანციურად შეავსოს ზარალის განაცხადი;
* გამოაგზავნოს დაზიანებული ავტომობილის სურათები შეფასებისთვის;
* განაცხადის შევსებისას და შევსების შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღოს მარტივი ინსტრუქცია შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით;
* ავტომატურ რეჟიმში მოგვაწოდოს მისი ადგილმდებარეობა (GPS-ის საშუალებით);

მისთვის სასურველი ადგილიდან და მისთვის სასურველ დროს:
* ეკონტაქტოს ავტო ზარალების სერვის მენეჯერს. სურვილის შემთხვევაში მოახდინოს უშუალოდ კონკრეტულ სერვის მენეჯერთან სატელეფონო კომუნიკაცია;
* შეამოწმოს მის მიერ გაცხადებული ზარალები;
* ეჭიროს ხელი პულსზე - მუდმივ რეჟიმში აკონტროლოს მის მიერ გაცხადებული ზარალის სტატუსი და მიიღოს შეტყობინებები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით;
* თავად აკონტროლოს ზარალის დარეგულირების ყოველი ეტაპი, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს შეფასებას;
* თანხმობის შემთხვევაში ასევე აპლიკაციის საშუალებით მიუთითოს მისი საბანკო ანგარიში და მიიღოს ანაზღაურება.

სამოგზაურო დაზღვევა

საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს სამოგზაურო დაზღვევის პოლისი დაგიცავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შედეგად გამოწვეული ხარჯებისგან. ჯიპიაი ჰოლდინგში შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის შეძენა.
* სტანდარტული (ერთჯერადი) პოლისი;
* პოლისი ბიზნეს თრეველი;
* მრავალჯერადი პოლისი;
* წლიური მრავალჯერადი პოლისი;
* ბარგის დაზღვევა;
* ფრენის გადადების დაზღვევა;
* პოლისი ტურისტი;
* სპეციალური პოლისები ტურისტული კომპანიებისთვის.

ჯანმრთელობის დაზღვევა

დაზღვევის მომენტიდან თქვენ პირადი ექიმი გყავთ, ბავშვის დაზღვევის შემთხვევაში კი - პირადი პედიატრი. "ჯიპიაი ჰოლდინგის" ექიმებისა და პედიატრთა გუნდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან. პირადი ექიმი ან პედიატრი არა მხოლოდ კონსულტაციას გაგიწევთ, არამედ დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ვიწრო პროფილის სპეციალისტი, კლინიკა თუ სამედიცინო დაწესებულება, დროულად და მიზანმიმართულად დაგეგმოთ დიაგნოსტიკა. პირადი ექიმი თვალყურს ადევნებს მკურნალობის ყველა ეტაპს - სტაციონარის ჩათვლით.

ორგანიზაციების დაზღვევა

* ქონების დაზღვევა;
* მანქანა/დანადგარების დაზღვევა;
* ბიზნესის შეფერხების დაზღვევა;
* სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევალ
* ბიზნესის VIP პერსონების დაზღვევა;
* თანამშრომელთა საკოპენსაციო დაზღვევა;
*

ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა

პირველად საქართველოში „ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი“.

ბიზნესის დაზღვევა

ყველა ბიზნეს რისკი ერთ პოლისში! საიმედო დაცვა ოპტიმალურ ფასად - მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებისთვის.

აგრო დაზღვევა

მოსავლის დაზღვევა და სრული ფინანსური დაცვა ფერმერებს.


გალერეა


კონტაქტი

სათავო ოფისი: თბილისი, 0171, კოსტავას 67
ტელ.: +99532 2 505 111
ელ. ფოსტა: info@gpih.ge
ვებ-გვერდი: www.gpih.ge
ფეისბუქის გვერდი: www.fb.com/gpiholdingofficial/
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:30 -18:30