ხარიზმა

დასუფთავების კომპანია


7 წელი თქვენს სამსახურში!

2016 წლიდან დასუფთავების კომპანია ხარიზმა გაწევრიანდა ევროკავშირის ბიზნეს ასოციაციაში 2010 წელს სტარტს იღებს დასუფთავების კომპანია ხარიზმა საქართველოს ბაზარზე. იგი გამოირჩევა პროფესიონალთა გუნდით, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის (სირთულის) სწრაფად და ხარისხიანად დალაგება/დასუფთავებას. ხარიზმა გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით და სერვისის მრავალფეროვნებით, რის გამოც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. კომპანია თავის მომსახურებას არა მარტო თბილისში არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებელს. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს რეგიონალური ოფისების დამატებას.

როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, კომპანია გამოირჩევა გარკვეული სერვისებით კონკურენტებისაგან განსხვავებით, როგორებიცაა მაღალი წნევისა და ტემპერატურის ორთქლის ვაკუუმ-გენერატორით აეროღუმელის მუშა პროცესში წმენდა,ასევე ესკალატორების, ფარდაჟალუზების და რბილი ავეჯის ქიმიურად დამუშავება-წმენდა, ნებისმიერი ქვის: მარმარილო, გრანიტის ქიმიური დამუშავება და დეზინფექცია.

კომპანია თვლის რომ მისი ღირებულებები აისახება მათსავე წარმატებაზე და მათი სლოგანია „ჩვენ ვამართლებთ თქვენს ნდობას“.

"2016 წელს ჩვენ გავიარეთ მსოფლიოში საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სერტიფიცირება და ავიღეთ „ისო 9001“-ს სერტიფიკატი (ISO 9001). ეს წარმატება ჩვენი კომპანიისათვის ბევრს ნიშნავს, რადგანაც განვლილი წლების თავდაუზოგავმა მუშაობამ, შეცდომების ეტაპობრივმა გამოსწორებამ და კომპანიის ზრდამ შედეგი გამოიღო. ამ სირთულეების გადალახვის შედეგად კი მოვიპოვეთ საერთაშორისო აღიარება და კლიენტისათვის გარანტია იმისა რომ ჩვენი საქმიანობა წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას"

შპს „ხარიზმა“-ს შვილობილი კომპანია - „ქაროზი-2014“ არის შემომტანი და მიმწოდებელი იმ პროდუქციების, რაც საჭიროა ეფექტური დალაგება-დასუფთავებისთვის.

"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი არეული სახლის ოპერატიულად დალაგება-დასუფთავებისთვის. ყოველი წვეულების შემდეგ გააგრძელეთ დასვენება მშვიდად და ანდეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილები ხარიზმას სპეცრაზმს"


საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


ვაკე | ვერა |საბურთალო - 2500 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 3.12.2016-დან

ჯამში განთავსებულია: 2500 სადარბაზოში

მინების წმენდა

ნებისმიერი ზედაპირის, ფართობის,სირთულის, ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა.

რბილი ავეჯი და იატაკი

ნებისმიერი სახის ლაქების ამოყვანა ორთქლის აპრატის საშუალებით.

ბინების დასუფთავება

ბინების სწრაფი და ხარისხიანი დალაგება-დასუფთავება ჩვენი პროფესიონალი გუნდის მიერ.

კერძო სახლები და აგარაკები

კერძო სახლები როგორც შიდა ისე გარე სივრცის სრულყოფილი დალაგება-დასუფთავება
* ეზოს მოწესრიგება
* აუზის წმენდა
* მინებისა და ვიტრაჟების წმენდა

სანიტარული მომსახურება

დაიცავით თქვენი სახლები და კომერციული ფართები მავნე ორგანიზმებისგან ჩვენი ეფექტური მომსახურებით, როგორიცაა:
* დეზინფექცია
* დეზინსექცია
* დერატიზაცია

კომერციული ფართების დასუფთავება

სავაჭრო ცენტრების ოფისებისა და სხვა კომერციული ფართების სისუფთავე მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობისათვის და კომპანიის იმიჯისთვის.


გალერეა


კონტაქტი

მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 24/18
ტელ.: +99532 2 18 03 13
ელ. ფოსტა: info@kharizma.ge
ვებ-გვერდი: www.kharizma.ge
ფეისბუქის გვერდი: www.fb.com/ltdkharizma/