ლაიონსების თვალის კლინიკა

პედიატრიული ოფთალმოლოგია




ოფთალმოლოგია, ქირურგია, პედიატრიული ოფთალმოლოგია


"ლაიონსების თვალის კლინიკა" საქართველოში დაარსდა 2014 წლის 11 ნოემბერს. კლინიკის აღჭურვა განხორციელდა ჩრდილო ევროპული ქვეყნების – შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთის, ისლანდიის ლაიონს კლუბებისა და “ლაიონს კლაბს ინეთერნეიშენელ ფაუნდეიშენის” – LCIF ფონდის მხარდაჭერით.

1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge

"ლაიონსების თვალის კლინიკა" პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციური ექიმების მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, თანამედროვე აპარატურით და თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომას.

თვალის კლინიკის მიმართულებებია: თვალის სხვადასხვა დაავადების ქირურგიული, ლაზერული და თერაპიული მკურნალობა, პედიატრიული ოფთალმოლოგია.
1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge

ლაიონსების თვალის კლინიკა ახორციელებს მოსახლეობის საქველმოქმედო პირველად სრულ ოფთალმოლოგიურ კვლევებს წინასწარი ჩაწერით. ერთი წლის განმავლობაში ქველმოქმედებით გაისინჯა 2900 ადამიანი. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარდათ კატარაქტის, გლაუკომის და თვალის სხვა დაავადებების ოპერაციული მკურნალობა.

ლაიონსების თვალის კლინიკა აგრძელებს ქველმოქმედებას და მადლობას უხდის კლინიკაში მომუშავე ქველმოქმედ ექიმებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის რეზიდენტებს და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს.

E-Scoop-ის ლინზები



ლაიონსების თვალის კლინიკა წარმოგიდგენთ E-Scoop-ს და გიწვევთ გამოკვლევაზე!

E-Scoop-ის ლინზები გაგიუმჯობესებთ მხედველობას. სათვალე დაგეხმარებათ ღამე ავტომობილის მართვისას, იგი ამცირებს თვალისმომჭრელ ნათებას და მხედველობა ხდება მკაფიო.

E-Scoop-ის ოპტიკური სათვალე იდეალურია თვალის სხვადასხვა პათოლოგიების დროს:

- სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- გლაუკომა;
- კატარაქტა;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- პიგმენტური რეტინიტი;
- მაკულის დეგენერაცია.

1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge


ლაიონს ინთერნეიშენელი - საქველმოქმედო ორგანიზაცია


1917 წელს ახალგაზრდა ამერიკელი ბიზნესმენის, მელვინ ჯონსის ინიციატივით შეიქმნა ორგანიზაცია LIONS-ი. ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ჯონსმა ორგანიზაციის დაფუძნება მის ქვეყანაში ჯანმრთელობის, სიღარიბის და ბევრი სხვა პრობლემის გამო გადაწყვიტა, რომლებიც იმ პერიოდში მის ქვეყანას ჰქონდა. როგორც ცნობილია, მან მოუხმო თავისნაირ ახალგაზრდა ბიზნესმენებს და უთხრა, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული თანხები და მათი რესურსების გაერთიანება შესთავაზა. დაბანდებულ ფულს კი ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებდნენ. ბევრი ახალგაზრდა ბიზნესმენი ჩაება ამ საქმიანობაში. მერე მათ ყველა თაობის მსურველი შეუერთდა და ასე შეიქმნა ორგანიზაცია.

1925 წლიდან LIONS-ი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შევიდა. ყველა მის წევრს საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქველმოქმედს და კეთილი საქმის მკეთებელ ადამიანებს. მათ აქვთ საკუთარი სამკერდე ნიშნები და როდესაც ეს ნიშანი გიკეთია, ნიშნავს, რომ ხარ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ლაიონსების თვალის კლინიკის დამფუძნებლები საქართველოს მხრიდან, არიან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მერაბ დვალი და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კარანაძე.

LIONS – ნიშნავს ლომს, მაგრამ ამ სიტყვის თითოეული ასო აღნიშნავს ორგანიზაციის მთავარ ღირებულებებს: L არის liberty – თავისუფლება, I- intelligence – განათლება, O-our ჩვენი, N-nations – ერები და S-safety – უსაფრთხოება. ამ სიტყვების პირველი ასოებიდან შეიქმნა ეს აკრონიმი.

1925 წელს LIONS-ი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შევიდა. ეს არის ერთადერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია.

ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელის ქსელი მოიცავს 200-ზე მეტ ქვეყანასა და გეოგრაფიულ ზონას. საქართველოში, მათ მიერ განხორციელებულია მრავალი საინტერესო პროექტი; ლაიონსების თვალის კლინიკის დაარსება ერთ-ერთი მათგანია.

კლინიკა აღიჭურვა უახლესი თანამედროვე ოფთალმოლოგიური აპარატურით კლინიკის საქმიანობის მიზანია მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და მიზნობრივი ჯგუფებისთვის შეღავათიანი მომსახურების გაწევა.

დღეს კლინიკას შეუძლია ჩაატაროს ყველა ის სადიაგნოსტიკო მანიპულაცია, რომელიც აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასადგენად. ტარდება კატარაქტის, გლაუკომის, ასევე დიაბეტური რეტინოპათიის ლაზერული ოპერაციები. აღსანიშნავია ის, რომ თბილისის წამყვანი ოფთალმოლოგიური კლინიკებიდან ექიმებმა გამოთქვეს სურვილი, კვირაში 1 ან 2 დღე ჩაეტარებინათ საქველმოქმედო კონსულტაციები ჩვენს კლინიკაში. მთელს მსოფლიოში ეს არის ქველმოქმედების მიღებული ფორმა.

1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge




საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


გლდანი | მუხიანი | თემქა | სანზონა - 3000 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 3.04.2017-დან


ჯამში განთავსებულია: 3000 სადარბაზოში


3.06.2017-დან განთავსდება
ვაკე | ვერა | საბურთალოს + 2500 სადარბაზოს საინფორმაციო სტენდზე

ვეტერანებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზნებია ვეტერანების უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება და ერთობლივი მონიტორინგის საშუალებით ვეტერანთა მხედველობის პრობლემების დადგენა. ლაიონსების თვალის ცენტრში პაციენტთა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერით კლინიკის საკონტაქტო ნომერზე.

ვეტერანებისთვის უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩამონათვალი:
1. მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია);
2. სათვალის შერჩევა;
3. თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია);
4. ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია);
5. თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა;
6. ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა.

Lions Clubs International - TBILISI

1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge
Lions are an international network of 1.35 million men and women in over 45,000 clubs from over 200 countries and geographic areas who work together to answer the needs that challenge communities around the world.

Known for working to end preventable blindness, Lions also participate in a vast variety of projects important to their communities. These projects range from assisting the underprivileged to providing supplies to victims of natural disasters. Beginning in 1917, Lions Clubs International has provided millions of people with the opportunity to give something back to their communities. Lions continue to make a difference everyday and everywhere.

Campus Lions clubs are a way for students, faculty, administrators, alumni and people from the surrounding area serve the campus community together. Campus club members have the same rights and responsibilities as traditional club members.

ქველმოქმედი სტუდენტები ლაიონსების თვალის კლინიკაში

1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ლაიონსების თვალის კლინიკაში ყოველდღიურად მონაწილეობას იღებენ კლინიკის საქველმოქმედო საქმიანობაში, ეუფლებიან კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ესწრებიან ოპერაციებს და აქტიურად არიან ჩართულნი კლინიკის სამეცნიერო მუშაობაში.

Students of Tbilisi State Medical University take part in daily charity work at Lions Eye Clinic. They gain clinical skills, attend surgeries and are actively involved in scientific work.

1 / 5
lec.ge
2 / 5
lec.ge
3 / 5
lec.ge
4 / 5
lec.ge
5 / 5
lec.ge






კონტაქტი


მის.: თბილისი, ვაკე, შროშის ქ. 14;

ტელ.: +99532 224 01 14;
ელ. ფოსტა: lionseyeclinic@lec.ge
ვებ-გვერდი: www.lec.ge
ფეისბუქის გვერდი: ლაიონსების თვალის კლინიკა / Lions Eye Clinic