სქინლაბი

მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია





სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები



STI-Sexually Transmitted Infection სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სრულყოფილი გამოკვლევა-ინფექციების დნმ დიაგნოსტიკა Real-Time PCR მეთოდით

🔴 12 "ინტიმური" ინფექცია ერთდროულად!

ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმები, გარდნერელოზი, ციტომეგალოვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი 1/2, პაპილომა ვირუსი (HPV გენოტიპირება), სიფილისი, HIV, ჰეპატიტები B,C და სხვა ინფექციები.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები



💠 გაიკეთეთ HPV Test მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია "სქინლაბში"

🔵 ადამიანის პაპილომავირუსის გენოტიპირების ანალიზი 12 მაღალი რისკის ონკოტიპზე HPV 16/18/31/33/35/39/45/51/52/56/58/59

ლაბორატორია მოგაწვდით გენოტიპირების ანალიზისთვის საჭირო სახარჯ მასალებს:

🔵 Papillocheck Collection Kit - ენდოცერვიკალური ბრაში სატრანსპორტო კონტეინერით (თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზისთვის);
🔵 Qvintip Kit - ნაცხის დამოუკიდებლად ასაღები წკირი სატრანსპორტო სინჯარით (თვისობრივი ანალიზისთვის)

⚠️ დაიმახსოვრეთ! მხოლოდ HPV ტესტი ადასტურებს პაპილომავირუსული ინფექციის არსებობას.

🔴 რეკომენდირებულია ტესტირება ჩაიტაროს ყველა 30 წლის ზემოთ ასაკის ქალმა!
🔴 HPV ტესტი ადრეული დიაგნოსტიკისა და ინფექციური პროცესის მართვის ეფექტური საშუალებაა.
🔴 დადებითი HPV ტესტი არ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ საშვილოსნოს ყელის კიბო!

ტესტირების შედეგი ეხმარება თქვენს მკურნალ ექიმს:

▪️ დასვას ზუსტი დიაგნოზი
▪️ სწორად შეაფასოს რისკები
▪️ განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა
▪️ მართოს პროცესი

🔵 რა არის ქლამიდიოზი?



ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. მას მიკროორგანიზმი უჯრედშიდა პარაზიტი- ქლამიდია ტრაქომატისი (Chlamydia trachomatis ) იწვევს. დღეს ქლამიდიოზით სქესობრივად აქტიურ პირთა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის 5-10%-ია დაავადებული. დაინფიცირება ხდება სქესობრივი (ვაგინალური, ანალური, ორალური) და პერინატალური გზით (დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს). ერთჯერადი კონტაქტის შემთხვევაში ინფიცირების ალბათობა 50%-ს შეადგენს.

ქლამიდიოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ მას „ჩუმ“ ინფექციასაც კი უწოდებენ. ის ფარულად აქვს მამაკაცთა 46% და ქალთა 67%-ს.

ინფექციის საწყისი სიმპტომებია:
👨 მამაკაცებში:
▪ წვა და ტკივილი შარდვისას;
▪ ლორწოვანი ან რძისფერი გამონადენი;
▪ შარდის ამღვრევა;
▪ ურეთრის გარეთა ხვრელის სიწითლე;
▪ სისუსტე და სუბფებრილური ტემპერატურა.

👩 ქალებში:
▪ გამონადენი საშოდან - ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნისა და მოყვითალო ფერის;
▪ მტკივნეული შარდვა;
▪ წვა და ქავილი საშოს ირგვლივ;
▪ მუცლის ქვედა არის ტკივილი;
▪ ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს;
▪ ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.

🔵 დაავადებას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა გართულებები: ეპიდიდიმიტი(სათესლე დანამატის ანთება),ენდომეტრიტი,მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები(PID), კონიუქტივიტი, ართრიტი და სხვა.

🔵 ქლამიდიური ინფექცია საშიშია ორსულობის პერიოდში. მან შეიძლება გამოიწვიოს: ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა, ახალშობილის მცირე წონა და ზოგჯერ ნაყოფის დაღუპვაც.

🔵 კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქლამიდიით ინფიცირებულ ადამიანებს ხშირად სიმპტომები არ აღენიშნებათ და შესაძლოა ინფექციამ სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქტიულ სისტემას,იწვევს უშვილობას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად (6 თვეში ერთხელ) ანალიზის ჩატარება ქლამიდიაზე.

გამოსაკვლევი მასალა: შარდი br>ანალიზის პასუხი: 24 საათში

🔵 Qvintip



📣 სიახლე!!!

🔵 HPV Test - პაპილომავირუსების გენოტიპირების ტესტი ნაცხის დამოუკიდებლად ასაღები წკირის საშუალებით - Qvintip (self sampling).

🔵 თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში დამოუკიდებლად აიღოთ ნაცხი მარტივად და მოიტანოთ ლაბორატორიაში!

Qvintip-ს მოგაწვდით ლაბორატორია "სქინლაბი" და აგიხსნით გამოყენების წესს.

🔵 რატომ PCR?



ყველამ ვიცით, რა რთულია ნემსის პოვნა თივის ზვინში. ჩვენ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში და მარტივად ვპოულობთ მას, ვაკოპირებთ და ვაკეთებთ ნემსებისგან ახალ ზვინს, რათა უკეთ ამოვიცნოთ. ეს შედარება ძალიან ახლოსაა PCR პროცესის შინაარსთან.

საკვლევ მასალაში ვეძებთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის დნმ/რნმ-ის ფრაგმენტს, რომელიც უნიკალურია მხოლოდ ამ მიკრობისთვის. თუ ის ნამდვილად არის იქ, თუნდაც მცირე რაოდენობით, PCR მეთოდით მას აუცილებლად გამოვავლენთ.

რა უპირატესობები აქვს Real-Time PCR მეთოდს ლაბორატორიული კვლევის სხვა მეთოდებთან შედარებით?

• საკვლევ მასალად პრაქტიკულად ნებისმიერი ბიოლოგიური სუბსტრატის გამოყენება (გამონაყოფი შარდსასქესო ორგანოებიდან, სისხლი, შარდი, სპერმა, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტი, ლორწო, უროგენიტალური ნაცხი, თავზურგტვინის სითხე და სხვა);
• რამდენიმე ინფექციის ერთდროული გამოვლენა ერთ ბიოლოგიურ მასალაში;
• კონტამინაციის(დაბინძურება) მინიმალური რისკი;
• დიაგნოსტიკის პროცესის ავტომატიზაცია და შედეგების პროგრამული დამუშავება;
• მაღალი მგრძნობელობა;
• მაღალი სპეციფიურობა;
• კვლევის ჩატარების სისწრაფე;
• რაოდენობრივი კვლევის შესაძლებლობა;
• როგორც მწვავე, ისე ლატენტურად მიმდინარე ქრონიკული ინფექციების დიაგნოსტიკა;
• მცირე კონცენტრაციებით წარმოდგენილი გამომწვევის გამოვლენა;
• ძნელად კულტივირებადი, არაკულტივირებადი, მაღალი ანტიგენური ცვლილებების მქონე გამომწვევების და უჯრედშიდა პარაზიტების გამოვლენა;
• შიდა ხარისხობრივი კონტროლის აღრიცხვა, რაც რეალური დროის მიმდინარე პროცესის მონიტორინგის საშუალებას იძლევა.



ინფექციური დაავადებების კვლევა

მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია „სქინლაბი“ ჩამოყალიბდა 2015 წლის სექტემბერში. ამ ეტაპზე ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებაა ინფექციური დაავადებების კვლევა, რეალური დროის პჯრ (Real-Time PCR) მეთოდით.

აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი, რაც ამარტივებს მკურნალობის მთავარ პრინციპს „ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს“.

კომპანიის ამოცანაა გავზარდოთ და გავაძლიეროთ ლაბორატორიის, როგორც დიაგნოზის მტკიცებულებითი ნაწილის როლი პაციენტისა და ექიმის ურთიერთობებში, წარმოვაჩინოთ დნმ კვლევის მნიშვნელობა და უპირატესობა დაავადებების დიაგნოსტიკაში, პრიორიტეტი კი ლაბორატორიული კვლევის სიზუსტეა.



"სქინლაბის" ლაბორატორიის უპირატესობები:


➡ თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამერიკული ბრენდის Bio-Rad-ის CFX96 Touch™ Real-Time PCR Detection System ამპლიფიკატორი და ევროპული წარმოების დამატებითი ავტომატური და ნახევრად ავტომატური სისტემები;

➡ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პროცესის ავტომატიზაცია და შედეგების პროგრამული დამუშავება: გამარტივებულია ანალიზის ჩატარების პროცესი და მინიმუმამდეა შემცირებული შეცდომების ალბათობა;

➡ პაციენტებისათვის ბიომასალის აღების სიმარტივე, რამეთუ ძირითად საკვლევ მასალას წარმოადეგნს შარდი-მასალის აღება ხდება სახლის პირობებში არასასიამოვნო პროცედურების გარეშე. თუმცა საკვლევ მასალად ასევე გამოიყენება: სისხლი, უროგენიტალური ნაცხი და სხვა ბიოლოგიური სუბსტრატი;

➡ ანალიზების პასუხების გაცემის ოპერატიულობა;

➡ რამდენიმე ინფექციის გამომწვევის ერთდროული გამოვლენა ერთ ბიოლოგიურ მასალაში-მულტიპლექსური კვლევები;

PCR დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობა;

➡ ლაბორატორიული მომსახურების მოქნილი სისტემა-კურიერის სერვისი, პასუხების ელ-ფოსტით გადაგზავნა.

1 / 5
skinlab.ge
2 / 5
skinlab.ge
3 / 5
skinlab.ge
4 / 5
skinlab.ge
5 / 5
skinlab.ge


ტესტები



შარდის აღების წესი PCR ანალიზისთვის


ექიმებისა და პაციენტებისთვის ბიოლოგიური მასალის აღების წესები

ჩვეულებრივ კონტეინერში:
➡ შეაგროვეთ შარდი დილით, გაღვიძებისთანავე;
➡ საჭიროა შეგროვდეს შარდის პირველი პორცია წინასწარი ჰიგიენური პროცედურების ჩატარების გარეშე;
➡ შარდის რაოდენობა უნდა იყოს შარდის კონტეინერის მოცულობის დაახლოებით 2/3 ნაწილი;
➡ შარდის კონტეინერს კარგად დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ ერთჯერად პაკეტში;
➡ კონტეინერი მოიტანეთ ლაბორატორიაში შარდის აღებიდან არაუგვიანეს 4 სთ.-ისა.

ვაკუუმ-კონტეინერში:
➡ მოხსენით კონტეინერს თავსახური;
➡ შეაგროვეთ შარდი კონტეინერში დილით, გაღვიძებისთანავე საჭიროა შეგროვდეს შარდის პირველი პორცია წინასწარი ჰიგიენური პროცედურების ჩატარების გარეშე;
➡ შარდის კონტეინერს კარგად დაახურეთ თავსახური;
➡ მოხსენით კონტეინერს ზემოდან დაკრული დამცავი ეტიკეტი, რომ შიგნით გამოჩნდეს ნემსის წვერი აიღეთ სინჯარა და ჩადგით კონტეინერში თავსახურის მხრიდან. დააჭირეთ ხელი ისე, რომ ნემსმა გახვრიტოს სინჯარის რეზინის თავსახური;
➡ სინჯარა თავისთავად აივსება შარდით;
➡ ავსების შემდეგ სინჯარა ამოიღეთ კონტეინერიდან და მოათავსეთ ერთჯერად პარკში;
➡ შარდით სავსე სინჯარა ლაბორატორიაში მოიტანეთ შარდის აღებიდან არაუგვიანეს 4სთ.-ისა.

იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:


🔵 სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ყველა ასაკის ქალისთვის ჩვეული მოვლენაა. ის ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რომლის გამოც ქალები იძულებული ხდებიან მიმართონ ექიმს.

გამონადენი საშოდან შეიძლება იყოს ნორმალური და პათოლოგიური.
ნორმალურია გამონადენი, თუ მისი რაოდენობა არ აღემატება 2მლ.-ს 24 სთ.-ის განმავლობაში, ლორწოვანია, უფერო ან რძისფერი, არ აქვს უასიამოვნო სუნი და არ იწვევს დისკომფორტს.
პათოლოგიური გამონადენი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის: გამჭვირვალე, მოყვითალო, მოყავისფრო, თეთრი, სისხლისფერი, მომწვანო, ვარდისფერი, სხვადასხვა კონსისტენციის: ლორწოვანი, ხაჭოსებრი, წყლისებრი, წებოვანი. გენეზის მიხედვით კი განარჩევენ ინფექციური და არაინფექციური ხასიათის გამონადენს.

გამონადენი საშოდან, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი, ძირითადად ახასიათებს შემდეგ ინფექციებს:
✴ ვაგინალური კანდიდოზი;
✴ ბაქტერიული ვაგინოზი(გარდნერელოზი);
✴ გონორეა;
✴ ქლამიდიოზი;
✴ ტრიქომონიაზი და სხვა.

ამ ინფექციების დროს ასევე აღინიშნება სხვა სიმპტომებიც: ქავილი, წვა, უსიამოვნო სუნი, ტკივილი. მხოლოდ გამონადენის ხასიათის მიხედვით შეუძლებელია ზუსტი დიაგნოზის დადგენა.

➡ პათოლოგიური გამონადენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.

➡ ზუსტი დიაგნოზი განსაზღვრავს სწორ მკურნალობას. მნიშვნელოვანია არა მარტო სწორი მკურნალობა, არამედ მისი ბოლომდე მიყვანაც.

➡ არ იქონიოთ სქესობრივი კონტაქტი, ვიდრე მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაინფიცირდება თქვენი სქესობრივი პარტნიორი, მისგან კი შესაძლოა რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა დაინფიცირდეთ.

➡ არ დაკავდეთ თვითმკურნალობით!

➡ მკურნალობის დასრულების შემდეგ საჭიროა ანალიზების გადამოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ განიკურნეთ.

🔵 მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია „სქინლაბი“ გთავაზობთ რამდენიმე ინფექციის ერთდროულად გამოკვლევას Real-Time PCR მეთოდით მასალის აღების არაინვაზიური წესით, რამეთუ საკვლევ მასალას წარმოადგენს შარდი (პირველი პორცია ჰიგიენური პროცედურების გარეშე).

🔵 მულტიპლექსური ტესტი-12 ინფექცია ერთად!
▪ Chlamydia trachomatis;
▪ Ureaplasma species;
▪ Mycoplasma hominis;
▪ Mycoplasma genitalium;
▪ Trichomonas vaginalis;
▪ Neisseria gonorrhoeae;
▪ Candida albicans;
▪ Gardnerella vaginalis;
▪ CMV/Cytomegalovirus;
▪ HSV/Herpes simplex type 1/2;
▪ HPV/Human Papillomavirus 16;
▪ HPV/Human Papillomavirus 18.

1 / 5
skinlab.ge
2 / 5
skinlab.ge
3 / 5
skinlab.ge
4 / 5
skinlab.ge
5 / 5
skinlab.ge


ქლამიდია



🍏 უროგენიტალური ქლამიდიური ინფექცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძირითადად გავრცელებულია ახალგაზრდა ასაკის სქესობრივად აქტიურ ადამიანებში.

🍏 გადაეცემა სქესობრივი გზით პარტნიორების ლორწოვანი გარსების პირდაპირი კონტაქტის საშუალებით, შესაძლებელია გადაცემის პრენატალური (ორსულობის დროს დედიდან ნაყოფზე) და პერინატალური გზებიც (მშობიარობის დროს დედიდან ახალშობილზე).

🍏 უროგენიტალური ქლამიდიოზის გამომწვევია Chlamydia Trachomatis-გრამუარყოფითი უჯრედშიდა ბაქტერია.

კლინიკურად უროგენიტალური ქლამიდიური ინფექცია მამაკაცებში გამოვლინდება ურეთრიტით, ქალებში-ურეთრიტით და ცერვიციტით. ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს: მამაკაცებში შემთხვევათა 40-50%-ში, ქალებში-70-80%-ში. ამიტომ პაციენტები გვიან აკითხავენ ექიმს, რაც იწვევს რეპროდუქციული სისტემის სერიოზულ დაზიანებებს: ქალებში-მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს(PID), ექტოპიურ ორსულობას(საშვილოსნოს გარე ორსულობა), ფალოპიუსის მილების გაუვალობას. მამაკაცებში კი რთულდება ეპიდიდიმიტით (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება). სქესის მიუხედავად ქლამიდიური ინფექცია შეიძლება გართულდეს რეაქტიული ართრიტით, ფარინგიტით, კონიუნქტივიტით.

⚠ დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა ამცირებს ინფექციის გართულებების განვითარების რისკს.
🔎 დღეისათვის უროგენიტალური ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის მეთოდებს შორის ყველაზე ზუსტ მეთოდად ითვლება მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდები და მათ შორის Real-Time PCR, რომელიც მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიურობით გამოირჩევა.

🔵 ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია „სქინლაბში“
🔵 საკვლევი მასალა: შარდი
🔵 ანალიზის პასუხი: 24 საათში

📣Special Offer!!!



📣 აქცია!!!
ტრიქომონიაზის უფასო გამოკვლევა!!!
24 აპრილიდან 12 მაისამდე!

🔵 მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია "სქინლაბი" დნმ დიაგნოსტიკის, Real-Time PCR მეთოდის უპირატესობის წარმოჩენის მიზნით გთავაზობთ ტრიქომონიაზის უფასო დიაგნოსტიკას.

საკვლევი მასალა: შარდი, უროგენიტალური ნაცხი და სხვა
სახარჯ მასალებს მოგაწვდით ლაბორატორია.
ანალიზის პასუხი 24 საათში.

სქინლაბი უკვე ქუთაისში!



💠 23 მარტიდან ქუთაისში ფუნქციონირებას იწყებს მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია "სქინლაბის" ფილიალი.
💠 დნმ დიაგნოსტიკა-ინფექციების გამოკვლევა Real-Time PCR მეთოდით.

HPV ტესტი-ადამიანის პაპილომავირუსის გენოტიპირება, ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმოზი, მარტივი ჰერპესი 1/2, ბაქტერიული, ვაგინოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია და სხვა ინფექციების გამოკვლევა.







საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


ვაკე | ვერა | საბურთალო - 2500 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 10.03.2017-დან


ჯამში განთავსებულია: 2500 სადარბაზოში

HPV 16/18


75 ლარი
HPV 16/18
DNA [Real-Time PCR]

HPV გენოტიპირება, თვისობრივი ტესტი


220 ლარი
HPV 16/18/31/33/35/39/45/51/52/56/58/59
DNA [Real-Time PCR]

Chlamydia trachomatis


31 ლარი
Chlamydia trachomatis
DNA [Real-Time PCR]

HPV გენოტიპირება, რაოდენობრივი ტესტი


240 ლარი
HPV 16/18/31/33/35/39/45/51/52/56/58/59
DNA [Real-Time PCR]

Neisseria gonorrhoeae


31 ლარი
Neisseria gonorrhoeae
DNA [Real-Time PCR]

Mycoplasma genitalium


31 ლარი
Mycoplasma genitalium
DNA [Real-Time PCR]

Mycoplasma hominis


31 ლარი
Mycoplasma hominis
DNA [Real-Time PCR]

Ureaplasma urealyticum/Ureaplasma parvum


60 ლარი
Ureaplasma urealyticum/Ureaplasma parvum
DNA [Real-Time PCR]

Herpes simplex type 1/2


31 ლარი
Herpes simplex type 1/2
DNA [Real-Time PCR]

Toxoplasma gondii


33 ლარი
Toxoplasma gondii
DNA [Real-Time PCR]

Treponema pallidum


33 ლარი
Treponema pallidum
DNA [Real-Time PCR]

Gardnerella vaginalis


31 ლარი
Gardnerella vaginalis
DNA [Real-Time PCR]

Candida albicans


31 ლარი
Candida albicans
DNA [Real-Time PCR]

Trichomonas vaginalis


31 ლარი
Trichomonas vaginalis
DNA [Real-Time PCR]

Cytomegalovirus CMV


31 ლარი
Cytomegalovirus CMV
DNA [Real-Time PCR]






კონტაქტი


მის.: თბილისი, მირიან მეფის ქ.N5;

ტელ.: +99532 224 16 46;
ელ. ფოსტა: info@skinlab.ge; office@skinlab.ge
ვებ-გვერდი: www.skinlab.ge
ფეისბუქის გვერდი: სქინლაბი/skinlab