თურმანიძე +

მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მალამოები









10 საუკუნე თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

საქართველოში გვარი თურმანიძე ოდითგანვე ხალხურ მედიცინასთან ასოცირდება. თურმანიძეები სამეფო კარის მკურნალ ექიმებად გვევლინებოდნენ. მათ შესახებ ისტორიულ წყაროებშიც უამრავი დოკუმენტური ინფორმაციაა შემონახული, რომელთა მიხედვითაც გვარი - თურმანიძე პირველად XI ს. ნახსენები. ამავე დროს მრავალ რომანსა თუ თხზულებაში გვხვდება სახალხო მკურნალის - თურმანიძის სახელი.
"ძირულა ადიდებულა, ყვირილას მიაქვს ხიდიო, ვისაც წამალი გინდოდეთ, თურმანიძესთან მიდიო" - (ხალხური)
თურმანიძეები სამოღვაწეო ასპარეზზე XI ს გამოჩენილან. ამ მხრივ საინტერესოა Biblioteca Armeno Georgica, წიგნი III აღაპნი ჯუარისა მონასტრისანი იერუსალიმსა შინა (გამოსცა ნიკო მარმა 1914 წ), სადაც ხსენებული არიან ესენბუღა და ნინო თურმანიძეები. მათ შესახებ ცნობები მეორდება ელენე მეტრეველის მიერ გამოცემულ წიგნშიც "მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის" ( XI-XIIIსს). ნიკო მარს გვარი თურმანიძე სოფელ ტბეთში შეხვედრია, შემდგომ კი თურმანიძეები დასახლებულან დასავლეთ საქართველოში, კერძოდ - იმერეთში, სხვადასხვა ისტორიული მიზეზის გამო, იმ მოტივით, რომ საგვარეულო წესით მკურნალობაში ერთმანეთისთვის ნაკლები კონკურენცია გაეწიათ. თედო ჟორდანიას ქრონიკებში (ტ. II) ნახსენები არიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები, საბუთი დათარიღებულია 1523 წლით, ეს უკანასკნელი შაჰ ნამეს ქართული ვერსიის - როსტომიანის მთარგმნელად არის მოხსენებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თურმანიძეები არა მარტო ექიმობდნენ, არამედ მწიგნობრობდნენ კიდეც.

მაღალი ქირურგიული ხელოვნების წყალობით მკურნალი თურმანიძეები მეფის არმიაშიც მსახურობდნენ. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს დაჭრილი ქართველი პოეტი, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ჭავჭავაძე თურმანიძის მორჩენილი ყოფილა. 1854-1865წწ რუსეთ-თურქეთის ომისას თურმანიძეთა გვარის წარმომადგენელი, ბეჟან თურმანიძე, სამედიცინო დამსახურებისათვის დაჯილდოებული ყოფილა წმ. სტანისლავის III ხარისხის და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით.

ქართველი მემატიანეები, მწერლები და პოეტები, უცხოელი მოგზაურები თავიანთ ნაშრომებში აღწერდნენ სასწაულმოქმედ თურმანიძის მალამოს, რომლის ირგვლივ არაერთი ლეგენდა არსებობს, მათ შორის, იტალიელების ეროვნული გმირის, ჯუზეპე გარიბალდის არაჩვეულებრივი გამოჯანმრთელების ამბავი ბევრისთვისაა ცნობილი.

XX საუკუნის დასაწყისში საბჭოთა მთვრობამ სახალხო მკურნალს მალაქია თურმანიძეს მკურნალობის ოფიციალური ნებართვა დართო (1929წ).

ტრადიცია არც მალაქია თურმანიძის მემკვიდრეებმა დაარღვიეს. მისი ვაჟი გიორგი თურმანიძე პირველი დიპლომირებული ექიმი იყო, რომელიც მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში მუშაობდა პროფესორ ი. ჯანელიძესა და ელანსკისთან, სადაც წარმატებით აწარმოებდა თურმანიძის მალამოს კლინიკურ კვლევას. მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი საინტერესო მომენტია ჩეხი კალათბურთელის ბოგუსლავ დივიშის სასწაულებრივი განკურნება - საქართველოში მყოფ სპორტსმენს ექსუდატური მრავალფორმიანი ჰემორაგიული ერითემის ტოქსიკური ფორმა დაუდგინეს (ე.წ. სტივენს-ჯონსის სინდრომი). სპორტსმენის კანი ისეთ დღეში იყო, რომ იგი ცოლმაც კი ვერ იცნო. მისი გადარჩენის იმედი არც მოსკოვიდან და არც ჩეხეთიდან მოწვეულ ექიმებს აღარ ჰქონდათ. პროფ. ბრაიცევის (მოსკოვი) თქმით ყოფილ სსრკ-ში ეს ამ დაავადების მე-5 შემთხვევა იყო - მანამდე 4 სიკვდილით დამთავრდა. გიორგი თურმანიძემ სამ კვირაში სასწაული მოახდინა - გამოჯანმრთელებული და მადლიერი სპორტსმენი ყოველგვარი ნაწიბურისა და ნაიარევის გარეშე დაუბრუნდა თავის სამშობლოს და დღემდე კავშირს არ წყვეტს ექიმის ოჯახთან.

ტრადიციის მიხედვით მალამოს დამზადების საიდუმლო გვარში მამაკაციდან ვაჟს გადაეცემოდა. ეს ტრადიცია დღემდე არ დარღვეულა. მალაქია თურმანიძის პირდაპირმა შთამომავლებმა დააარსეს შპს "თურმანიძე პლიუსი", ერთმანეთს შეუხამეს ძველი ხალხური ტრადიცია და თანამედროვე მედიცინის მიღწევები.
მალამო სააფთიაქო ქსელში გამოჩნდა ხუთი სხვადასხვა სახით:
1. მალამო დამწვრობისთვის;
2. მალამო ანტისეპტიკური;
3. მალამო ბუასილისთვის;
4. მალამო ნაწოლებისთვის;
5. მალამო ბავშვებისთვის;

სიახლე - "თურმანიძე + სახის კრემი" მშრალი და კომბინირებული ტიპის სახის კანისთვის, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი კომპონენტებისგან..
მალამოები აპრობირებულია და რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.

თურმანიძის მალამოს ბუნებრივი შემადგენლობა პრაქტიკულად გამორიცხავს უკუჩვენებებს, ალერგიულ რეაქციებს, არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს და წარმატებით გამოიყენება დიაბეტით დაავადებული უფროსებისა თუ ბავშვებისათვის, უსაფრთხოა ორსულთა და ახალშობილთათვის.


საინფორმაციო სტენდზე განთავსების დეტალები


ვაკე | ვერა |საბურთალო - 2500 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 3.12.2016-დან

გლდანი | მუხიანი |თემქა | სანზონა - 3000 სადარბაზო
განთავსების თარიღი: 3.04.2017-დან

ჯამში განთავსებულია: 5500 სადარბაზოში

თურმანიძე + მალამო დამწვრობისთვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს დამწვარ ზედაპირს ჩირქოვანი ნადებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ფარმაკოკინეტიკა: არ ხასიათდება რეზორბციული მოქმედებით.
ჩვენებები: I, II, III, IIIა ხარისხის დამწვრობები, IIIბ და IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებს დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკისთვის. დამწვრობის გარდა გამოიყენება წითელი ქარის და მოყინვის დროსაც.
მოხმარების წესი: მოხმარების წესს გაეცანით პრეპარატის გამოყენებამდე. დამწვარ ზედაპირს ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3% იანი), დამუშავების შემდეგ ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხლად წასმულ მალამოს. ნახვევის გამოცვლა 24 საათში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე.
სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთ-ქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა, ლაქტაციის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

თურმანიძე + მალამო ანტისეპტიკური

ანტისეპტიკური მარეგენირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ფარმაკოკინეტიკა: არ ახასიათებს რეზორბციული მოქმედება
ჩვენებები: გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.
პროქტოლოგიაში - ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი,.
მეანობაში - კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.
გინეკოლოგიაში - საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.

მოხმარების წესი: ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
პროქტოლოგიაში: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში: ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.

სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა, ლაქტაციის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

თურმანიძე + მალამო ნაწოლებისთვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ ეპითელიზაციას, ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანუ-ლაციური ქსოვილის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა: არ ხასიათდება რეზორბციული მოქმედებით.
ჩვენებები: სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული ჭრილობების - ნაწოლების მკურნალობა.
მოხმარების წესი: დაზიანებული ზედაპირის - ნაწოლის სათანადო დამუშავების შემდეგ, დაიდეთ სამფენა მარლაზე თხლად წასმული მალამო ორჯერ დღეში.
სიფრთხილე: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთ-ქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები); საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ქალებში ორსულობისა, ლაქტაციის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

თურმანიძე + მალამო ბავშვებისთვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
ჩვენებები: კანის გაღიზიანება, მაცერაცია, გამოყელვა და მათი პროფილაქტიკა ერთჯერადი საფენების ხმარების დროს.
მოხმარების წესი: დაზიანებულ მიდამოზე მალამოს თხელი ფენის შეზელვა დღეში ორჯერ.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

თურმანიძე+ მალამო ბუასილისათვის

თურმანიძე+ მალამო ბუასილისათვის მარეგენირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ ეპითელიზაციას, ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას.
ჩვენებები: შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის კონსერვატული თერაპია; ანალურ მიდამოზე ოპერაციების (ჰემოროიდექტომიის და ფისურექტომიის) შემდგომი პერიოდი.
გამოყენების წესი: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ და ანალურ მიდამოში მალამოს თხელ ფენად შეზელვა; ორჯერ დღეში.
უკუჩვენება: არ გამოვლენილა
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

თურმანიძე + სახის კრემი

კოსმეტიკური კრემი მშრალი და კომბინირებული ტიპის სახის კანისთვის. ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული კოსმეტიკური კრემი კვებავს და აღადგენს სახის კანს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს სახის ფერს, წარმატებით გამოიყენება გარუჯვის შედეგად დარჩენილი ლაქების გასაქრობად. სახის მკვებავი კრემი დაგეხმარებათ დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე. წაისვით დილა-საღამოს მშრალ და სუფთა კანზე. არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს.არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
წონა: 30 გრ.
შენახვის ვადა და პირობები: 2 წელი, გრილ, მშრალ ადგილას.


გალერეა


კონტაქტი

მის.: თბილისი, კოსტავას 75, ბ21
თურმანიძე გიორგი: +995 599 165252
თურმანიძე ზურაბი: +995 599 118181, +99532 2381487
ელ. ფოსტა: turmanidzeplus@gmail.com
ვებ-გვერდი: www.turmanidzeplus.ge
ფეისბუქის გვერდი: www.fb.com/turmanidze.plus/